მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილის მამა: დაიჭირეს უდანაშაულო ადამიანი, დამნაშავეს ხელი დააფარეს დიდი ფულის სანაცვლოდ. მეუბნებოდნენ, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, ხომ ვიჭერთო?!
ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილის მამა: დაიჭირეს უდანაშაულო ადამიანი, დამნაშავეს ხელი დააფარეს დიდი ფულის სანაცვლოდ. მეუბნებოდნენ, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, ხომ ვიჭერთო?!

ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილის მამა: დაიჭირეს უდანაშაულო ადამიანი, დამნაშავეს ხელი დააფარეს დიდი ფულის სანაცვლოდ. მეუბნებოდნენ, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, ხომ ვიჭერთო?!

იმედი|imedinews.ge

გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ გრიგოლ ვარდოსანიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

უწყების ცნობით, ხელახალი გამოძიების პროცესში დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის შესაბამისი ექსპერტიზები, შეისწავლეს საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები.

ხელახალი გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობამ გამორიცხა გრიგოლ ვარდოსანიძის მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

გრიგოლ ვარდოსანიძეს 2008 წელს ბრალი დაედო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევაში, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის გარდაცვალება და 2009 წელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სააპელაციო სასამართლოში, მოწმის სახით, გარდაცვლილის მამა დაიკითხა, რომელმაც წინა ხელისუფლება საქმის მასალების გაყალბებასა და არაობიექტურ გამოძიებაში დაადანაშაულა.

„პროკურატურამ დანაშაული დაინახა და აღძრა საქმე, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა. დაიჭირეს უდანაშაულო ადამიანი, დამნაშავეს ხელი დააფარეს დიდი ფულის სანაცვლოდ. მეუბნებოდნენ, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, ხომ ვიჭერთო?! დამნაშავე უნდა დაიჭირო და არა უდანაშაულო ადამიანი “, - განაცხადა გარდაცვლილი გიორგი დარბაიძის მამამ, მერაბ დარბაიძემ „ქრონიკასთან“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ფული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 30 სტატია.

  • რუსეთში მოსახლეობას ბანკებიდან ფული მასობრივად გააქვთBM.GE
  • ლევან მაჭავარიანი გვარამიაზე: ამ უსამშობლო აგენტს 2024 წლის არჩევნებზე 230 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა - ოდნავადაც არ გრცხვენიათ? საუბრობდა, უკრაინას მსხვილ ტრანშებს ჩაურიცხავენ და ჩვენ ამ ფულის გარეშე დავრჩებით, მშვიდობაა საქართველოშიორუსთავი 2
  • უცხოური ფული კრემლის პარტიებში - „იაბლოკომ“ ექვსი პოლიტიკური ძალის დაფინანსებაში უცხოური კვალი აღმოაჩინატვ პირველი
  • კალაძე: სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფულიფორმულა
ფული →

მსგავსი სტატიები

„მიზანმიმართული ტერორიზმი“ - ევროკავშირი უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გმობს

„მიზანმიმართული ტერორიზმი“ - ევროკავშირი უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გმობს

იმედი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს

იმედი

ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა

ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა

იმედი

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, საერთაშორისო არტისტებს მასპინძლობს

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, საერთაშორისო არტისტებს მასპინძლობს

იმედი