მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. AXIOS: აშშ და ირანი ომის დასასრულებლად ერთგვერდიანი მემორანდუმის გაფორმებასთან ახლოს არიან
AXIOS: აშშ და ირანი ომის დასასრულებლად ერთგვერდიანი მემორანდუმის გაფორმებასთან ახლოს არიან

AXIOS: აშშ და ირანი ომის დასასრულებლად ერთგვერდიანი მემორანდუმის გაფორმებასთან ახლოს არიან

იმედი|imedinews.ge

თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ ისინი ირანთან ერთგვერდიანი მემორანდუმის გაფორმებასთან ახლოს არიან, რაც ომის დასრულებასა და დეტალურ ბირთვულ მოლაპარაკებებს საფუძვლად დაედება. ინფორმაციას AXIOS-ი ოთხ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ უახლოეს 48 საათში რამდენიმე საკვანძო პუნქტთან დაკავშირებით ირანის პასუხს ელოდება. ჯერ არაფერია შეთანხმებული, მაგრამ, როგორც წყაროებმა გამოცემას განუცხადებს, ომის დაწყებიდან მხარეები შეთანხმებასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილან.

AXIOS-ის ინფორმაციით, გარიგება გულისხმობს ირანის მიერ ურანის გამდიდრებაზე მორატორიუმის გამოცხადებას, აშშ-ის თანხმობას თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნაზე, ირანის კუთვნილი მილიარდობით გაყინული დოლარის განბლოკვასა და ორივე მხარის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის მოხსნას.

ამასთან ერთად, თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ ირანის ხელმძღვანელობა დაქსაქსულია და სხვადასხვა მმართველ რგოლთან კონსენსუსის მიღწევა რთულია. ზოგი ამერიკელი ჩინოვნიკი შეთანხმების დადებას სკეპტიკურად უყურებს.

თუმცა, ორი ამერიკელი ჩინოვნიკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების გაცილების ოპერაციის გადადებასთან დაკავშირებით, რაც მყიფე ზავს დაარღვევდა, მოლაპარაკებებში მიღწეულ პროგრესს უკავშირდება.

როგორც AXIOS-ი წერს, მემორანდუმი, რომელიც 14 პუნქტისგან შედგება, განხილვის სტადიაშია. განხილვებში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ირანელ ოფიციალურ პირებთან ერთად როგორც პირდაპირ, ისე შუამავლების მეშვეობით მონაწილეობენ.

პროექტის თანახმად, ურთიერთგაგების მემორანდუმი რეგიონში ომის დასრულების გამოცხადებას და 30-დღიანი მოლაპარაკებების დაწყებას გულისხმობს, რომლის მთავარი მიზანი ჰორმუზის სრუტის გახსნა, ირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმა და აშშ-ის სანქციების მოხსნაა.

წყაროების ცნობით, მოლაპარაკებები, შესაძლოა, ისლამაბადში, ან ჟენევაში გაიმართოს, ხოლო ჰორმუზის სრუტის გახსნა, 30 დღის განმავლობაში მოხდეს. თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, აშშ-ს შესაძლებლობა ექნება ბლოკადა, ან სამხედრო მოქმედებები განაახლოს.

მემორანდუმი ირანის მიერ ურანის გამდიდრებაზე 12-წლიანი მორატორიუმის გამოცხადებას გულისხმობს. შესაძლოა ვადა 15 წლამდე გაიზარდოს, მაშინ, როცა აშშ 20-წლიან, ხოლო ირანი 5-წლიან მორატორიუმს ითხოვდა, წერს AXIOS-ი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთოBM.GE
  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ