მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. AXIOS: ტრამპისა და ირანის მოსალოდნელი შეთანხმება ნეთანიაჰუსთვის რთული მისაღები იქნება
AXIOS: ტრამპისა და ირანის მოსალოდნელი შეთანხმება ნეთანიაჰუსთვის რთული მისაღები იქნება

AXIOS: ტრამპისა და ირანის მოსალოდნელი შეთანხმება ნეთანიაჰუსთვის რთული მისაღები იქნება

იმედი|imedinews.ge

გამოცემა AXIOS-ის ინფორმაციით, ხუთშაბათს საღამოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს დაურეკა და ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მოსმენაც, სავარაუდოდ, არ სურდა: ტრამპმა უთხრა, რომ ის ირანთან შეთანხმების გაფორმებას რამდენიმე დღეში ელოდება.

აშშ-ის ერთ-ერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირის განცხადებით, ტრამპმა ნეთანიაჰუს უთხრა: „ეს არის შეთანხმება. ეს შესანიშნავი შეთანხმებაა და დროა, ეს ომი დასრულდეს“.

როგორც გამოცემა წერს, როდესაც ნეთანიაჰუმ ტრამპთან ერთად ომი წამოიწყო, მას მოვლენების ასეთი დასასრული არ წარმოედგინა. ნეთანიაჰუ თავიდანვე აცხადებდა, რომ მისი აზრით, ომს თეირანში რეჟიმის ცვლილებისთვის შეეძლო შეეწყო ხელი.

ახლა კი, AXIOS-ის ინფორმაციით, არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე მისი პოლიტიკური ოპონენტები მას ადანაშაულებენ, რომ ისრაელი „ვასალურ სახელმწიფოდ“ აქცია, რადგან ტრამპის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო პირობებს უბრალოდ დათანხმდა.

ვაშინგტონში ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ნეთანიაჰუმ, შესაძლოა, დამაბრკოლებელი როლი ითამაშოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეთანხმება ძალაში შევა.

თუმცა, AXIOS-ის ინფორმაციით, ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ნეთანიაჰუმ, როგორც ჩანს, გააცნობიერა, რომ პრეზიდენტის მიერ შეთანხმების გაფორმების შეჩერებას ვერ შეძლებდა. ამ ეტაპზე როგორც თეირანში, ისე ვაშინგტონში აცხადებენ, რომ შეთანხმება ახლოსაა, თუმცა საბოლოოდ ჯერ არ არის გაფორმებული.

კვირის დასაწყისში, ირანთან დაძაბულობის გამწვავების ფონზე, ნეთანიაჰუ ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმების განხორციელებას გეგმავდა, თუმცა ტრამპმა იგი ბოლო მომენტში შეაჩერა.

მას შემდეგ, წყაროს ცნობით, ნეთანიაჰუ პრაქტიკულად ინფორმაციის მიღების პროცესს ჩამოშორდა და ტრამპის მოლაპარაკებების შესახებ ცნობების მოსაპოვებლად ვაშინგტონში მოკავშირეებს უკავშირდებოდა.

ხუთშაბათს ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ შეთანხმება უკვე მიღწეული იყო, ნეთანიაჰუსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

წყაროს ინფორმაციით, როდესაც ტრამპმა დაახლოებით ერთი საათის შემდეგ თავად დაურეკა, ისრაელის პრემიერ-მინისტრს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც ხანგრძლივი კამათი დაუწყია.

ნეთანიაჰუმ ტრამპს უთხრა, რომ ენდობა მას და დარწმუნებულია, რომ საბოლოო შეთანხმება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ საერთო შეშფოთებებს გაითვალისწინებს.

„ბიბიმ, სავარაუდოდ, გააცნობიერა, რომ შეთანხმება გარდაუვალი იყო და მისი შეჩერება არ შეეძლო“, - ციტირებს გამოცემა აშშ-ის ოფიციალურ პირს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკიBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →შეთანხმება →ირანის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ