მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბიძინა გიორგობიანი ევრობიუროკრატებზე: ფაქტობრივად, დიდი სამზადისი აქვთ. ვვარაუდობთ, რომ ეს სამზადისი უნდა იყოს შემოდგომით და შესაძლოა, დეკემბერში - უვიზო რეჟიმის განხილვა საქართველოსთან დაკავშირებით. ამზადებენ გარკვეულ საფუძველს იმისთვის, რომ იყოს სოციალური დაძაბულობა
ბიძინა გიორგობიანი ევრობიუროკრატებზე: ფაქტობრივად, დიდი სამზადისი აქვთ. ვვარაუდობთ, რომ ეს სამზადისი უნდა იყოს შემოდგომით და შესაძლოა, დეკემბერში - უვიზო რეჟიმის განხილვა საქართველოსთან დაკავშირებით. ამზადებენ გარკვეულ საფუძველს იმისთვის, რომ იყოს სოციალური დაძაბულობა

ბიძინა გიორგობიანი ევრობიუროკრატებზე: ფაქტობრივად, დიდი სამზადისი აქვთ. ვვარაუდობთ, რომ ეს სამზადისი უნდა იყოს შემოდგომით და შესაძლოა, დეკემბერში - უვიზო რეჟიმის განხილვა საქართველოსთან დაკავშირებით. ამზადებენ გარკვეულ საფუძველს იმისთვის, რომ იყოს სოციალური დაძაბულობა

იმედი|imedinews.ge

ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაში ახალი იყო ის, რომ მათ გადალახეს გარკვეული წითელი ზღვარი და ეკლესიის წინააღმდეგ პირდაპირ თავდასხმაზე გადავიდნენ, რაც არ არის შემთხვევითი, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციის შეფასებისას.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტობრივად მოწმობს იმას, რომ ევროკავშირის გარკვეული წრეები ემტერებიან და „ურტყამენ“ ქართული ცივილიზაციის საფუძვლებს.

„მათ სურთ საქართველოში გამოიწვიონ დესტაბილიზაცია. როგორც ვხედავთ ჩვენ, დღევანდელი რეზოლუციიდან გამომდინარეც, ფაქტობრივად დიდი სამზადისი აქვთ. ვვარაუდობთ, რომ ეს სამზადისი უნდა იყოს შემოდგომით და შესაძლოა, დეკემბრის თვეში - უვიზო რეჟიმის განხილვა საქართველოსთან დაკავშირებით. ამზადებენ გარკვეულ საფუძველს იმისთვის, რომ საქართველოში იყოს სოციალური დაძაბულობა, საქართველოში იყოს ისეთივე რევოლუციური სიტუაცია, როგორც ჩვენ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში გვინახავს და გამოიწვიონ ქუჩის აქციები და რაღაც არეულობები.

მათი მიზანია ხელისუფლების ცვლილება. მათი მიზანია საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების ინსტალაცია, რომელიც ალბათ, მათი სურვილისამებრ უნდა იმართებოდეს საელჩოებიდან, უნდა ითვალისწინებდეს მათ სურვილს. ეს იქნება შუა კორიდორის გავლა საქართველოზე, საქართველოს საგარეო ორიენტაცია, საქართველოს პოლიტიკური სტრატეგიული მიზნები თუ დავუშვათ, იგივე ამ შუა კორიდორის ტვირთები თუ ტარიფები, ეს უნდა იყოს მათ ხელში. ეს არის მათი სურვილი და ამ სურვილის მისაღწევად ისინი ყველაფერს აკეთებენ“, - განაცხადა გიორგობიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რეჟიმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • Nasdaq-ი ამერიკული აქციებით ვაჭრობას თითქმის 23-საათიან რეჟიმში იწყებსBM.GE
  • მედია: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ 60 დღით გაახანგრძლივესრუსთავი 2
  • საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდანეტგაზეთი
  • "ქურდული გარჩევების" საქმე - ძმები წულუკიძეების პროცესი დახურულ რეჟიმში გრძელდებატვ პირველი
რეჟიმში →

მსგავსი სტატიები

ნორვეგიაში ავიადისპეტჩერების გაფიცვის გამო 150-მდე რეისი გაუქმდა

ნორვეგიაში ავიადისპეტჩერების გაფიცვის გამო 150-მდე რეისი გაუქმდა

იმედი

ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

იმედი

დანია უკრაინელი დევნილების მიღების წესებს ამკაცრებს

დანია უკრაინელი დევნილების მიღების წესებს ამკაცრებს

იმედი

პოლონელმა და გერმანელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვართან ბეტონის დამცავი ბარიერები განათავსეს

პოლონელმა და გერმანელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვართან ბეტონის დამცავი ბარიერები განათავსეს

იმედი