მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Bloomberg: ზელენსკიმ უარყო ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის იდეა
Bloomberg: ზელენსკიმ უარყო ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის იდეა

Bloomberg: ზელენსკიმ უარყო ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის იდეა

იმედი|imedinews.ge

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის იდეა ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის შესახებ და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ბლოკის სრულუფლებიან წევრობას იმსახურებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

„ჩვენ არასდროს განვიხილავდით წევრობას, როგორც გაწევრიანებას რაღაც „ნახევარ-კავშირში“, - დაწერა ზელენსკიმ წერილში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კვიპროსის პრეზიდენტს, ნიკოს ქრისტოდულიდისს გაეგზავნათ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ზელენსკის გერმანიის ლიდერი სახელით არ უხსენებია, თუმცა თავის წერილში მან არაერთხელ უარყო „ნაწილობრივი გადაწყვეტილებები“ და გააფრთხილა, რომ ბლოკის გაფართოებასთან დაკავშირებული მერყეობა რუსეთის მიერ აღქმული იქნება, როგორც სისუსტე.

თავის წერილში უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი კიევის ევროპისგან მოწყვეტას ცდილობს.

გამოცემამ ასევე დასძინა, რომ წერილში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა წარმოადგენს სამხედრო აქტივს, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მხოლოდ მხარდაჭერას კი არ იღებს, არამედ საკუთარი წვლილიც შეაქვს ევროპის თავდაცვაში.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა წერილში დასძინა, რომ ბლოკში გაწევრიანების მსურველ არცერთ სხვა ქვეყანას არასდროს განუცდია მსგავსი ზეწოლა, ვინაიდან უკრაინისგან წევრობისთვის აუცილებელი ეკონომიკური და სამართლებრივი რეფორმების გატარებას იმ დროს მოითხოვენ, როდესაც ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბურ ომში იბრძვის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი