მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. CNN: ამერიკის მოსახლეობა ბენზინგასამართ სადგურებზე ახლა 50%-ით მეტს იხდის, ვიდრე ირანში ომის დაწყებამდე
CNN: ამერიკის მოსახლეობა ბენზინგასამართ სადგურებზე ახლა 50%-ით მეტს იხდის, ვიდრე ირანში ომის დაწყებამდე

CNN: ამერიკის მოსახლეობა ბენზინგასამართ სადგურებზე ახლა 50%-ით მეტს იხდის, ვიდრე ირანში ომის დაწყებამდე

იმედი|imedinews.ge

ამერიკის ავტომობილების ასოციაციის (AAA) ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ბენზინის ფასმა თითქმის 3 ცენტით მოიმატა და ერთი გალონი (დაახლოებით 3.78 ლიტრი) „რეგულარის“ ტიპის საწვავის საშუალო ფასმა 4.48 დოლარი შეადგინა - ეს მაჩვენებელი გასულ კვირასთან შედარებით 30 ცენტით მეტია, ხოლო ირანთან ომის დაწყების შემდეგ ფასების 50%-იან ზრდას ნიშნავს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

საწვავის ფასი ახლა ყველაზე მაღალია 2022 წლის ივლისის შემდეგ, რაც იმავე წლის დასაწყისში რუსეთის უკრაინაში შეჭრას მოჰყვა. მაშინ ფასების მკვეთრმა ნახტომმა რეკორდულ ნიშნულს - 5.02 დოლარს მიაღწია.

კომპანია Gulf Oil-ის მრჩევლის, ტომ კლოზას თქმით, იმის შანსი, რომ ბენზინის ფასი ისევ 5 დოლარს მიუახლოვდეს, დაახლოებით 50/50-ზეა.

„უახლესი ტენდენცია, რასაც ჩვენ ვხედავთ, ფასების მკვეთრი ზრდაა იმ ბაზრებზე, რომლებიც სანაპირო ზოლში არ მდებარეობს“, - განაცხადა კლოზამ.

მისი მოლოდინით, ამ თვეში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი გალონზე 4.75 დოლარს მიაღწევს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სეფაშვილი რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე: მოვისმინეთ ბევრი პრობლემისა და გამოწვევის შესახებ. ვისაუბრეთ ახალგაზრდების პრობლემებზე, დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ, რეგიონში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსა და გამოწვევებზე

სოზარ სუბარი: ცხადი იყო, რომ ოპოზიციის რეგიონებში გასვლა კრახით დასრულდებოდა, რადგან მათ ხალხთან არ მიესვლებათ და საზოგადოებისთვის სათქმელიც არაფერი აქვთ

სოზარ სუბარი: ცხადი იყო, რომ ოპოზიციის რეგიონებში გასვლა კრახით დასრულდებოდა, რადგან მათ ხალხთან არ მიესვლებათ და საზოგადოებისთვის სათქმელიც არაფერი აქვთ

იმედი

გრძელდება პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრების შეხვედრები მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციების წარმომადგენლებთან

გრძელდება პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრების შეხვედრები მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციების წარმომადგენლებთან

იმედი

POLITICO: 2024 წლის ევროკავშირის საარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკურმა პარტიებმა და ფონდებმა 1.5 მილიონი ევრო არამიზნობრივად დახარჯეს

POLITICO: 2024 წლის ევროკავშირის საარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკურმა პარტიებმა და ფონდებმა 1.5 მილიონი ევრო არამიზნობრივად დახარჯეს

იმედი