მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. CNN: ირანმა ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ბაზების უმეტესობა დააზიანა
CNN: ირანმა ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ბაზების უმეტესობა დააზიანა

CNN: ირანმა ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ბაზების უმეტესობა დააზიანა

იმედი|imedinews.ge

ტელეკომპანია CNN-ის გამოძიების თანახმად, ირანმა და მისმა მოკავშირეებმა ახლო აღმოსავლეთის რვა ქვეყანაში აშშ-ის, სულ მცირე, 16 სამხედრო ობიექტი დააზიანეს, რის გამოც ზოგიერთი პოზიცია პრაქტიკულად გამოუსადეგარი გახდა.

ანგარიში ეყრდნობა ათეულობით სატელიტურ ფოტოსა და ინტერვიუებს წყაროებთან აშშ-სა და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში. კონგრესის ერთ-ერთი თანაშემწის თქმით, რომელიც ზარალის შეფასების შესახებ ინფორმირებულია, დაზიანებული ობიექტები რეგიონში არსებული ამერიკული სამხედრო პოზიციების უმრავლესობას შეადგენს.

„შეფასებები სხვადასხვანაირია“, - განაცხადა წყარომ. „მოსაზრებები განსხვავებულია: დაწყებული უკიდურესი პოზიციით, რომ ობიექტი სრულად განადგურებულია და უნდა დაიხუროს, დამთავრებული იმ ლიდერების ხედვით, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათი აღდგენა აუცილებელია“.

„მსგავსი არაფერი მინახავს“, - განაცხადა აშშ-ის კიდევ ერთმა წყარომ, რომელიც სიტუაციას დეტალურად იცნობს.

სატელიტურმა სურათებმა აჩვენა, რომ თეირანის მთავარ სამიზნეებს შორის იყო: თანამედროვე სარადარო სისტემები; საკომუნიკაციო სისტემები; თვითმფრინავები.

აღნიშნული აქტივების უმეტესობა ძვირადღირებულია და მათი ჩანაცვლება რთულია. კონგრესის თანაშემწის თქმით, ირანმა ზუსტად განსაზღვრა ყველაზე ხარჯთეფექტური სამიზნეები: „ჩვენი სარადარო სისტემები რეგიონში ყველაზე ძვირადღირებული და შეზღუდული რესურსია“.

ოთხშაბათს, პენტაგონის ფინანსურმა ხელმძღვანელმა, ჯულს ჰერსტმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ ირანთან ომი აშშ-ს აქამდე 25 მილიარდი დოლარი დაუჯდა. თუმცა, ინფორმირებულმა წყარომ მოგვიანებით CNN-ს განუცხადა, რომ რეალური დანახარჯები 40-დან 50 მილიარდ დოლარამდეა.

სპარსეთის ყურის ქვეყნებმა, რომლებიც ამერიკულ სამხედრო ბაზებს მასპინძლობენ, ირანის თავდასხმების მთელი სიმძიმე საკუთარ თავზე იწვნიეს. ისინი ვაშინგტონს კერძო საუბრებში აკრიტიკებენ ომის დაწყების გამო მათთან კონსულტაციების გარეშე.

„ომმა დაგვანახა, რომ აშშ-თან ალიანსი ვერ იქნება ექსკლუზიური და ის არ არის ხელშეუხებელი“, - განუცხადა CNN-ს საუდის არაბეთის წარმომადგენელმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთოBM.GE
  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →სამხედრო →

მსგავსი სტატიები

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

იმედი

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი