მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: იმედი მაქვს, ჩინეთის ლიდერს ისეთი გავლენა აქვს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებზე, რომ მათ მოუწევთ საბოლოოდ საქმე მიიყვანონ გარკვეულ ზავამდე, სამშვიდობო შეთანხმებამდე, ან თუნდაც დროებით ცეცხლის შეწყვეტამდე
დავით ქართველიშვილი: იმედი მაქვს, ჩინეთის ლიდერს ისეთი გავლენა აქვს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებზე, რომ მათ მოუწევთ საბოლოოდ საქმე მიიყვანონ გარკვეულ ზავამდე, სამშვიდობო შეთანხმებამდე, ან თუნდაც დროებით ცეცხლის შეწყვეტამდე

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მიმდინარე გლობალური პოლიტიკური პროცესების ფონზე განსაკუთრებულ იმედს ჩინეთის ლიდერზე ამყარებს, რომელსაც, მისი შეფასებით, შეუძლია გავლენა მოახდინოს როგორც ამერიკის, ისე რუსეთის ლიდერებზე.

„ჩინეთის ლიდერს ჩემზე და თქვენზე უკეთ ესმის პროცესების განვითარების სხვადასხვა სცენარი, და, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არ უნდა, რომ ჩამოყალიბდეს ფართომასშტაბიანი ქაოსი“, - აცხადებს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ ფართომასშტაბიანი ქაოსი შესაძლოა მსოფლიო მნიშვნელობის სერიოზულ ცვლილებებში გადაიზარდოს, რის თავიდან აცილებაშიც, მისი შეფასებით, ჩინეთს მნიშვნელოვანი როლი შეუძლია შეასრულოს.

„ამ არეული პოლიტიკოსების ფონზე, ერთადერთი, ვისი იმედიც მაქვს, არის ჩინეთის ლიდერი, რომელთანაც ჯერ ამერიკის პრეზიდენტი ჩავიდა, შემდეგ კი რუსეთის. მას ჩემზე და თქვენზე უკეთ ესმის ამ პროცესების განვითარების რამდენიმე სცენარი და, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არ უნდა, რომ ჩამოყალიბდეს ფართომასშტაბიანი ქაოსი, რომელმაც შეიძლება მსოფლიო მნიშვნელობის სერიოზული ძვრები გამოიწვიოს. იმედი მაქვს, ჩინეთის ლიდერს ისეთი გავლენა აქვს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებზე, რომ, უნდათ თუ არა, მოუწევთ საბოლოოდ საქმე მიიყვანონ გარკვეულ ზავამდე, სამშვიდობო შეთანხმებამდე ან თუნდაც დროებით ცეცხლის შეწყვეტამდე. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს მიეცეს საშუალება, დაახლოებით 3-4 თვის განმავლობაში ჩაატაროს ახალი არჩევნები და ამ არჩევნებმა მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი შედეგი მოიტანოს“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლიდერი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 30 სტატია.

  • ივანიშვილმა მდინარაძე თანამდებობაზე ერთი კვირაც ვერ აიტანა - "ოცნების" ყოფილი ლიდერი პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობსტვ პირველი
  • როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონშიBM.GE
  • „გამოირჩეოდნენ ხალხისადმი მიმართვით“ — 8 ოპოზიციონერი ლიდერის დევნის საქმე დაჩქარებულად გრძელდებანეტგაზეთი
  • ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის სამგლოვიარო ცერემონია დასრულდა - აიათოლა ალი ხამენეი იმამ რეზას მავზოლეუმში დაკრძალესრუსთავი 2
ლიდერი →რუსეთის →პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი