მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: ფორმალურად სამხრეთ კავკასიაში არც ერთი ქვეყანა არ აცხადებს საქართველოს „რეგიონულ ლიდერად“, მაგრამ პრაქტიკაში რეგიონის ყველა მთავარი კომუნიკაცია სწორედ მის გარშემო იწყებს ტრიალს
დავით ქართველიშვილი: ფორმალურად სამხრეთ კავკასიაში არც ერთი ქვეყანა არ აცხადებს საქართველოს „რეგიონულ ლიდერად“, მაგრამ პრაქტიკაში რეგიონის ყველა მთავარი კომუნიკაცია სწორედ მის გარშემო იწყებს ტრიალს

დავით ქართველიშვილი: ფორმალურად სამხრეთ კავკასიაში არც ერთი ქვეყანა არ აცხადებს საქართველოს „რეგიონულ ლიდერად“, მაგრამ პრაქტიკაში რეგიონის ყველა მთავარი კომუნიკაცია სწორედ მის გარშემო იწყებს ტრიალს

იმედი|imedinews.ge

„ბოლო წლების განმავლობაში სწორედ სომხეთი და აზერბაიჯანი ცდილობდნენ საჯაროდ და დემონსტრაციულად ეძებნათ მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის ახალი ფორმულა,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და დასძენს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის მცდელობის მიუხედავად, სწორედ ქართული სივრცე რჩება ერთადერთ შედარებით ნეიტრალურ პლატფორმად, სადაც შეიძლება გადაიკვეთოს დასავლეთის, ჩინეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ინტერესები.

მისი თქმით, საქართველო სამხრეთ კავკასიის შეუცვლელი პოლიტიკურ-ეკონომიკური კვანძია.

„ბოლო წლების განმავლობაში სწორედ სომხეთი და აზერბაიჯანი ცდილობდნენ საჯაროდ და დემონსტრაციულად ეძებნათ მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის ახალი ფორმულა. ერევანი ერთდროულად საუბრობდა ევროპულ ინტეგრაციაზე, ააქტიურებდა კონტაქტებს დასავლეთთან, განაცხადიც კი შეიტანა Shanghai Cooperation Organisation-ის მიმართულებით პროცესებში მონაწილეობის შესახებ, თუმცა ამავდროულად საბოლოოდ არ წყვეტდა კავშირებს მოსკოვთან. ბაქო კი ცდილობდა დაებალანსებინა ურთიერთობები თურქეთს, რუსეთს, ჩინეთსა და დასავლეთს შორის, ინტერესს ავლენდა BRICS-ის მიმართ და პარალელურად ევროკავშირთან რთულ თამაშს აწარმოებდა ენერგეტიკისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში. მაგრამ სამხრეთ კავკასიის პარადოქსი სწორედ ისაა, რომ რაც უფრო ხმამაღლა აჩვენებდნენ მეზობლები საკუთარ „მრავალვექტორულობას“, მით უფრო ნერვული და ტურბულენტური ხდებოდა მათი საგარეო პოლიტიკა.

ამ ფონზე სწორედ საქართველო, რომელსაც წლების განმავლობაში „კურსის დაკარგვაში“ ადანაშაულებდნენ, დე-ფაქტო რეგიონში ყველაზე დაბალანსებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. თბილისს არ შეუტანია განაცხადი არც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში და არც BRICS-ში, არ უცდია საგარეო პოლიტიკის გეოპოლიტიკურ აუქციონად გადაქცევა და ამავე დროს არც ერთი გლობალური ძალის ცენტრთან ხიდები არ დაუწვავს. მეტიც, „3+3“-ის ფორმატიდან ამ ეტაპზე დემონსტრაციულმა დისტანცირებამ ერთი მნიშვნელოვანი რამ აჩვენა: საქართველო რეგიონულ კონსტრუქციებზე რეაგირებას უკვე აღარ ახდენს როგორც დამოკიდებული მოთამაშე და იწყებს ქცევას როგორც დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების ცენტრი. სწორედ ეს ქმნის დღეს თბილისის სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ წონას.

შედეგად თითქმის უნიკალური ვითარება ჩამოყალიბდა: ფორმალურად სამხრეთ კავკასიაში არც ერთი ქვეყანა არ აცხადებს საქართველოს „რეგიონულ ლიდერად“, მაგრამ პრაქტიკაში რეგიონის ყველა მთავარი კომუნიკაცია სწორედ მის გარშემო იწყებს ტრიალს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სამხრეთ კავკასიაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად, საქართველო გამოაცხადა, ხოლო ჩინეთმა - სწორედ ჩვენ დაგვასახელა რეგიონში თავის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად. გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე გადის ძირითადი სატრანზიტო მარშრუტები, თბილისზე გადის ფინანსური, ტურისტული და ლოჯისტიკური ნაკადები, ხოლო მთავარი ისაა, რომ სწორედ ქართული სივრცე რჩება ერთადერთ შედარებით ნეიტრალურ პლატფორმად, სადაც შეიძლება გადაიკვეთოს დასავლეთის, ჩინეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ინტერესები. ეს უკვე მხოლოდ გეოგრაფია აღარ არის, ეს არის საქართველოს გარდაქმნა სამხრეთ კავკასიის შეუცვლელ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კვანძად.

ორ კვირაში ჩვენს სამეზობლოს ახალი ან ისევ ძველი სახელისუფლებო ლიდერი ეყოლება, მაგრამ როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები სომხეთში, პირობითად პროდასავლური ძალების გამარჯვებით თუ უფრო პრორუსული ელიტების დაბრუნებით, ერევნისთვის სტრატეგიული რეალობა უცვლელი დარჩება. ნებისმიერ სომხურ ხელისუფლებას მოუწევს თბილისზე ყურება როგორც გარე სამყაროსთან, ტრანზიტთან, შავ ზღვასთან, ინვესტიციებთან და რეგიონულ სტაბილურობასთან დამაკავშირებელ მთავარ არხზე. სწორედ ამაში მდგომარეობს საქართველოს დღევანდელი მოდელის მთავარი გეოპოლიტიკური წარმატება: არა ყველაზე ხმამაღლა საუბარი მრავალვექტორულობაზე, არამედ ჩუმად ქცევა იმ ქვეყნად, რომლის გარეშეც სამხრეთ კავკასიაში უკვე შეუძლებელია ნებისმიერი სერიოზული რეგიონული კონსტრუქციის აგება,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლიდერი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 30 სტატია.

  • ივანიშვილმა მდინარაძე თანამდებობაზე ერთი კვირაც ვერ აიტანა - "ოცნების" ყოფილი ლიდერი პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობსტვ პირველი
  • როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონშიBM.GE
  • „გამოირჩეოდნენ ხალხისადმი მიმართვით“ — 8 ოპოზიციონერი ლიდერის დევნის საქმე დაჩქარებულად გრძელდებანეტგაზეთი
  • ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის სამგლოვიარო ცერემონია დასრულდა - აიათოლა ალი ხამენეი იმამ რეზას მავზოლეუმში დაკრძალესრუსთავი 2
ლიდერი →

მსგავსი სტატიები

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი