
დონალდ ტუსკი ზელენსკის გადაწყვეტილებაზე უკრაინულ ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელის მინიჭების შესახებ: ეს ჩვენს ისტორიულ გრძნობებს ლახავს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი მიანიჭოს პოლონელების ისტორიულ გრძნობებს ლახავს.
„პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ლახავს ჩვენს ისტორიულ გრძნობებს და, ჩემი აზრით, ყოველგვარი საჭიროების გარეშე ამ ისტორიული უთანხმოებებისა და განსხვავებული ინტერპრეტაციების საკითხს საკმაოდ შემაშფოთებელ დონეზე წევს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ და ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა უნდა გაიაზრონ, თუ რას ნიშნავს ყოველი პოლონელი ქალისა და ყოველი პოლონელი მამაკაცისთვის მეამბოხეთა არმიის ეს ბნელი მემკვიდრეობა“, - განაცხადა ტუსკმა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი მიანიჭა. პოლონური მხარე მიიჩნევს, რომ „უკრაინის მეამბოხე არმია“ ვოლინის ტრაგედიასთან არის დაკავშირებული.
იმედი
