მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკა სეფაშვილი: პრაგმატული თვალსაზრისით ევროპისთვის ძალიან მომგებიანია საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობა, არადა ევროჩინოვნიკები ორივე სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებენ ძალიან არაობიექტურ და არასამართლიან პოლიტიკას
ეკა სეფაშვილი: პრაგმატული თვალსაზრისით ევროპისთვის ძალიან მომგებიანია საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობა, არადა ევროჩინოვნიკები ორივე სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებენ ძალიან არაობიექტურ და არასამართლიან პოლიტიკას

იმედი|imedinews.ge

საოცარია, ევროჩინოვნიკები ებრძვიან საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც, - განაცხადა მედიასთან საუბარში „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ ევროკავშირის ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.

დეპუტატის თქმით, ევროჩინოვნიკები საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ იყენებენ არაობიექტურ და არასამართლიან პოლიტიკას, მაშინ როცა ორივე ქვეყანასთან ურთიერთობა პრაგმატული თვალსაზრისით ევროპისთვის ძალიან მომგებიანია.

„საოცარია, ევროჩინოვნიკები ებრძვიან საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც. ევროპარლამენტს აზერბაიჯანის წინააღმდეგ 14 რეზოლუცია აქვს მიღებული, ჩვენს წინააღმდეგ კი 10. ორივე სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებენ ძალიან არაობიექტურ და არასამართლიან პოლიტიკას, არადა ჩვენთანაც და აზერბაიჯანთანაც ურთიერთობა პრაგმატული თვალსაზრისით ევროპისთვის ძალიან მომგებიანია. ვნახეთ, იტალიის მიერ აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს ენერგორესურსების უწყვეტობასა და პროგნოზირებადობას. ერევანში გამართული ევროპული გაერთიანების სამიტის ფარგლებში, ვნახეთ როგორი მაღალი ყურადღებით სარგებლობდა ენერგეტიკული უსაფრთხოების თემა, სადაც საქართველოს როლი გლობალურად იყო ხაზგასმული. რა იმალება ამ ყველაფრის მიღმა? ვფიქრობ, ამის მიღმა იმალება გარკვეული ეკონომიკური და პოლიტიკური ჯგუფების ინტერესები, რომლებსაც სურთ თავიანთი ინტერესებით მართონ თბილისიც და ბაქოც. ამ ჯგუფებს, არც დამოუკიდებელი თბილისი სურთ და არც დამოუკიდებელი ბაქო. იარაღად იყენებენ საერთაშორისო ზეწოლას, სანქციებით მუქარას და რეზოლუციებს. მათი იარაღია აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხიც, რომლის მსოფლმხედველობის შეცვლასაც ცდილობენ, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ქართული საზოგადოება ძალიან კარგად აზროვნებს და კარგად ხედავს მიმდინარე პროცესებს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აზერბაიჯანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • ჩაანაცვლებს ბაქო მოსკოვს? – რას მოუტანს საქართველოს ევროპა-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობაBM.GE
  • აზერბაიჯანში პატიმრები ფონ დერ ლაიენისადმი მიმართვის შემდეგ ზეწოლაზე საუბრობენნეტგაზეთი
აზერბაიჯანის →ევროპის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ