მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euractiv: ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, რომ გაწვევის ასაკის უკრაინელი კაცები დროებითი დაცვის გაფართოებული სქემიდან გამორიცხოს
Euractiv: ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, რომ გაწვევის ასაკის უკრაინელი კაცები დროებითი დაცვის გაფართოებული სქემიდან გამორიცხოს

Euractiv: ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, რომ გაწვევის ასაკის უკრაინელი კაცები დროებითი დაცვის გაფართოებული სქემიდან გამორიცხოს

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, რომ გაწვევის ასაკის უკრაინელი კაცები დროებითი დაცვის გაფართოებული სქემიდან გამორიცხოს. სქემა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შემოიღეს და ამჟამად 2027 წლის მარტამდე მოქმედებს.

Euractiv-ის ცნობით, აღნიშნული წინადადება ევროკავშირის დროებითი დაცვის დირექტივის მომავალი გაგრძელების განხილვისას გაჟღერდა, რომელიც უკრაინელებს საშუალებას აძლევს, ევროპაში თავშესაფრის მიღების ეროვნული სისტემებისთვის მიმართვის გარეშე იცხოვრონ და იმუშაონ.

გამოცემის ინფორმაციით, განიხილება დროებითი დაცვის ვადის გაგრძელების ვარიანტი მისი მოქმედების სფეროს შევიწროებით - გაწვევის ასაკის კაცების ან უკრაინიდან არალეგალურად წასული პირების გამორიცხვით. აღინიშნება, რომ ნებისმიერი მსგავსი შეზღუდვა დროებითი დაცვის ახალ მაძიებლებზე გავრცელდება.

გასულ წელს ევროკომისიამ ევროპულ დედაქალაქებს მოუწოდა, პროგრამის ეტაპობრივი შეწყვეტისთვის მოემზადონ.

ზოგიერთმა ეროვნულმა მთავრობამ გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ ახლად ჩასულთა შორის „გაწვევის ასაკის კაცების“ წილი იზრდება. ამასთან, რიგი ქვეყნები ამტკიცებენ, რომ ეს სისტემა უნდა გადაიხედოს „უკრაინის ინტერესების გათვალისწინებითაც“, როგორც რუსული აგრესიისადმი ქვეყნის წინააღმდეგობის მხარდასაჭერად, ისე მომავალი აღდგენისთვის.

მიგრაციის საკითხთა მინისტრები ამ თემას იუსტიციისა და საშინაო საქმეთა საბჭოს სხდომაზე მიმდინარე კვირაში განიხილავენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →დაცვის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ