
Euractiv-ის ცნობით, უკრაინაში ომის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის მოქალაქეებზე ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ტურისტულ ვიზას გასცემენ
იმედი|imedinews.ge
გამოცემა Euractiv-ის ცნობით, უკრაინაში ომის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის მოქალაქეებზე ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ტურისტულ ვიზას გასცემენ.
გამოცემა წერს, რომ 2025 წელს ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსეთის 620 ათასს მოქალაქეს დაუკმაყოფილეს ვიზაზე განაცხადი, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 10%-ით მეტია.
Euractiv-ის ცნობით, რუსი ტურისტებისთვის პოპულარულ მიმართულებებს შორის საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის კურორტებია.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge