
ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების გადაცემას დაპირდნენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების გადაცემას დაპირდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ირლანდიის ქალაქ უიკლოუში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და პარტნიორების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„უკრაინის ორმხრივი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოხარულები ვართ, რომ დღეს წევრი ქვეყნებისგან მოვისმინეთ განცხადებები საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების შესახებ - იმ შეიარაღების, რასაც ასე დიდხანს ვითხოვდით“, - აღნიშნა კალასმა.
მას არ დაუკონკრეტებია, თუ კონკრეტულად რა ტიპის ან რა რაოდენობის დახმარებას პირდებიან უკრაინას წევრი ქვეყნები.
კალასის თქმით, დეტალებს თავად ეს სახელმწიფოები საჯაროდ გამოაცხადებენ.
„უკრაინისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ საჰაერო თავდაცვის საკითხში რეალური პროგრესი გვაქვს“, - გაუსვა ხაზი კალასმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge