მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ევროკომისიამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.1 პროცენტამდე შეამცირა - ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შესაძლოა განახევრდეს, თუ ირანში კონფლიქტი იმაზე დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე მოსალოდნელია
ევროკომისიამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.1 პროცენტამდე შეამცირა - ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შესაძლოა განახევრდეს, თუ ირანში კონფლიქტი იმაზე დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე მოსალოდნელია

ევროკომისიამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.1 პროცენტამდე შეამცირა - ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შესაძლოა განახევრდეს, თუ ირანში კონფლიქტი იმაზე დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე მოსალოდნელია

იმედი|imedinews.ge

ევროკომისიამ ხუთშაბათს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.1 პროცენტამდე შეამცირა, რადგან ახლო აღმოსავლეთის ომით გამოწვეულმა ენერგომატარებლების ფასების მკვეთრმა მატებამ ტემპების შენელება გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

თავის უახლეს ეკონომიკურ პროგნოზში ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ განაცხადა, რომ კონფლიქტი გამოიწვევს ინფლაციისა და სახელმწიფო ვალის ზრდას მთელ ბლოკში, რის გამოც მან მიმდინარე წლისთვის ევროკავშირის ეკონომიკის მოსალოდნელი ზრდის მაჩვენებელი 1.4-დან 1.1 პროცენტამდე შეამცირა.

თუმცა, მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს. ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შესაძლოა განახევრდეს, თუ კონფლიქტი იმაზე დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე მოსალოდნელია - განუცხადა ხუთშაბათს ჟურნალისტებს ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისმა.

ენერგომატარებლების მზარდი ფასები ასევე გამოიწვევს ინფლაციის 3.1 პროცენტამდე გაზრდას, რაც მთელი პროცენტული პუნქტით აღემატება შემოდგომის პროგნოზს.

ენერგეტიკული შოკის შედეგები, სავარაუდოდ, 2027 წლამდე გაგრძელდება, მომავალი წლის ზრდის პროგნოზი კი 1.4 პროცენტს შეადგენს.

„ეს ადასტურებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის უარყოფით გავლენას ეკონომიკაზე, რამაც ეკონომიკური ზრდის შენელება გამოიწვია“, - განაცხადა დომბროვსკისმა.

ევროკავშირის სამი უმსხვილესი ეკონომიკა - გერმანია, საფრანგეთი და იტალია - მიმდინარე წელს, შესაბამისად, 0.6, 0.8 და 0.5 პროცენტით გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს.

ენერგეტიკული შოკის სიმძიმე იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როდის გაიხსნება ჰორმუზის სრუტე, რომელზეც გლობალური ნავთობტრანზიტის 20 პროცენტი მოდის. აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასასრულებლად ჩიხში შევიდა.

ევროკომისიამ პროგნოზების შესადგენად საბაზისო სცენარად ნავთობის ფასებთან დაკავშირებული ბაზრის არსებული მოლოდინები გამოიყენა. თუმცა, დომბროვსკისმა აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტის მოსალოდნელზე ხანგრძლივმა ჩაკეტვამ, შესაძლოა, მიმდინარე და მომავალი წლის ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაანახევროს.

სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად, კონფლიქტის ეკონომიკური შედეგები მომავალ წლებშიც შენარჩუნდება. ევროპაში მთავრობების საშუალო დეფიციტი, სავარაუდოდ, 2025 წლისთვის არსებული მშპ-ს 3.1 პროცენტიდან 2027 წლისთვის 3.6 პროცენტამდე გაიზრდება.

გერმანიის დეფიციტი, რომელიც 2026 წლისთვის 3.7 პროცენტის დონეზეა პროგნოზირებული, მნიშვნელოვნად გადააჭარბებს კომისიის მიერ დადგენილ სამპროცენტიან ზღვარს. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ბერლინის გადასვლა ევროკავშირის სპეციალურ რეჟიმზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ზედმეტს ხარჯავენ, რაც ცნობილია როგორც „ჭარბი დეფიციტის პროცედურა“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთოBM.GE
  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი