მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება ცხრათვიანი გამონაკლისის დაშვების შესახებ იმ ჩინურ ნახევარგამტარების კომპანიასთან თანამშრომლობაზე, რომელიც შეყვანილია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში
ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება ცხრათვიანი გამონაკლისის დაშვების შესახებ იმ ჩინურ ნახევარგამტარების კომპანიასთან თანამშრომლობაზე, რომელიც შეყვანილია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში

ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება ცხრათვიანი გამონაკლისის დაშვების შესახებ იმ ჩინურ ნახევარგამტარების კომპანიასთან თანამშრომლობაზე, რომელიც შეყვანილია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში

იმედი|imedinews.ge

ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება ცხრათვიანი გამონაკლისის დაშვების შესახებ იმ ჩინურ ნახევარგამტარების კომპანიასთან თანამშრომლობაზე, რომელიც შეყვანილია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ევროკომისიის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ კომპანია Yangzhou Yangjie Electronic-ი კვლავ დარჩება ევროკავშირის სანქციების სიაში, თუმცა ეს დროებითი შეღავათი ავტომწარმოებლებს საშუალებას მისცემს, ჩიპების ალტერნატიული მომწოდებლები იპოვონ და თავიდან აიცილონ პროცესის სერიოზული შეფერხება.

აღნიშნული ზომის ძალაში შესასვლელად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა წინადადებას ერთხმად უნდა დაუჭირონ მხარი.

ევროპელი ავტომწარმოებლები უფრო მეტად გახდნენ დამოკიდებულნი კომპანია Yangzhou Yangjie Electronic-ზე, რათა ჩაენაცვლებინათ იმ ჩინელი კონკურენტების პროდუქცია, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების წინა პაკეტებში მოხვდნენ.

„ეს კომპანია ჩვენს სანქციების სიაში იმიტომ დაემატა, რომ მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში. მათი პროდუქცია აღმოჩენილია იმ დრონებსა და მართვად ბომბებში, რომლებსაც რუსი სამხედროები უკრაინაში იყენებენ“, - განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.

„ჩვენი სანქციების მიზანი ქცევის შეცვლაა და ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ ბალანსი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს სანქციები სერიოზულ ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს თავად ევროკავშირზე“, - დასძინა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 241 სტატია.

  • რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინაBM.GE
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
რუსეთის →სანქციების →

მსგავსი სტატიები

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი