მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ევროპარლამენტარი მიხაელ ფონ დერ შულენბურგი: ევროკავშირი მუდმივად უარყოფს არსებულ რეალობას, ევროკავშირი ვეღარ გადარჩება
ევროპარლამენტარი მიხაელ ფონ დერ შულენბურგი: ევროკავშირი მუდმივად უარყოფს არსებულ რეალობას, ევროკავშირი ვეღარ გადარჩება

ევროპარლამენტარი მიხაელ ფონ დერ შულენბურგი: ევროკავშირი მუდმივად უარყოფს არსებულ რეალობას, ევროკავშირი ვეღარ გადარჩება

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირი ვეღარ გადარჩება, ევროკავშირი მუდმივად უარყოფს არსებულ რეალობას, რაც აუცილებლად, ყველანაირად გამოიწვევს მის დაჭკნობას, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, მიხაელ ფონ დერ შულენბურგმა, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით, ევროკავშირი ვერც ერთ საკითხს პასუხს ვერ სცემს და როდესაც კაია კალასს კითხვას უსვამენ, ის სხვა რამეს პასუხობს. ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ უნდა იმოქმედო სიტუაციის შესაბამისად და არა იმის მიხედვით, "რა აზრები და ზღაპრები გაქვს თავში."

„საგარეო პოლიტიკის უსაფრთხოების თვალსაზრისით, უნდა ითქვას, რომ ევროკავშირმა არც ერთ ამ საკითხს პასუხი არ გასცა, ანუ, არც ერთ საკითხზე მას პასუხი არ აქვს. გერმანიას აქვს თავისი სამხედრო სტრატეგია - არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მაგრამ, დიპლომატიის სტრატეგია არავის აქვს. ევროკავშირი ვეღარ გადარჩება, ევროკავშირი მუდმივად უარყოფს არსებულ რეალობას, რაც აუცილებლად, ყველანაირად გამოიწვევს მის დაჭკნობას. ქალბატონი კალასი, როდესაც ეკითხებიან, სულ სხვა რაიმეს პასუხობს. თუ გინდა, რომ რაღაც გააკეთო, ჯერ უნდა დაინახო, რა სიტუაციაში ხარ და იმ სიტუაციის შესაბამისად იმოქმედო და არა რა აზრები და ზღაპრებიც გაქვს თავში - იმის მიხედვით. ამიტომ, მე ვფიქრობ, პირიქით, პატარა სახელმწიფოები ისე ძლიერი არიან და იმდენად მეტი არჩევანი აქვთ, როგორც არასდროს. მათ შეუძლიათ სწორედაც, რომ პირიქით - იქით ათამაშონ ეს დიდი სახელმწიფოები, იმიტომ, რომ ეს ორი პოლიცია, მსოფლიოში კარგავს ძალაუფლებას და სწორედ პატარა სახელმწიფოების დრო მოდის“, - აღნიშნა მიხაელ ფონ დერ შულენბურგმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 188 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი