მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Financial Times: რეფორმების შენელებამ და გაწევრიანების ტემპთან დაკავშირებულმა განსხვავებულმა შეხედულებებმა უკრაინასა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა გაამწვავა
Financial Times: რეფორმების შენელებამ და გაწევრიანების ტემპთან დაკავშირებულმა განსხვავებულმა შეხედულებებმა უკრაინასა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა გაამწვავა

Financial Times: რეფორმების შენელებამ და გაწევრიანების ტემპთან დაკავშირებულმა განსხვავებულმა შეხედულებებმა უკრაინასა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა გაამწვავა

იმედი|imedinews.ge

უკრაინული პრესა, ბრიტანულ გამოცემა Financial Times-ზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მუდმივი მცდელობები, მიაღწიოს უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას, ევროპულ დედაქალაქებთან ურთიერთობებში დაძაბულობას ზრდის.

„ევროკავშირის ლიდერების უარმა უკრაინის გაწევრიანების პროცესის დაჩქარებაზე, იმედგაცრუება გამოიწვია კიევში და ზელენსკის ადმინისტრაციის მზარდი ევროსკეპტიკური რიტორიკა ძირს უთხრის კომპრომისის პოვნის მცდელობებს," - აღნიშნავს გამოცემა.

ბოლო კვირების განმავლობაში, საფრანგეთი და გერმანია ეტაპობრივი პროცესის ინიციატივით გამოვიდნენ, რომლის ფარგლებშიც უკრაინა მიიღებს „სიმბოლურ“ შეღავათებს და ევროკავშირის მექანიზმებზე თანდათანობით წვდომას რეფორმების ეტაპების განხორციელების სანაცვლოდ. ოფიციალური პირების თქმით, ეს ნიშნავს სრულ წევრობამდე სულ მცირე ათი წლის გასვლას.

გასულ კვირას, ზელენსკიმ ევროკავშირს სამართლიანობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინას სიმბოლური წევრობა არ სჭირდება.

ორი უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, ზელენსკიმ თავის დიპლომატებს დაავალა, რომ არ განიხილონ და საერთოდ არ შევიდნენ ევროკავშირის მთავრობებთან ასეთ წინადადებებზე დისკუსიაში, არამედ, ისაუბრონ მხოლოდ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე.

„ჩვენ ამას არც კი განვიხილავთ“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ