მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Financial Times: უკრაინაში აშშ-ის ელჩი პრეზიდენტ ტრამპთან არსებული უთანხმოების გამო თანამდებობას დატოვებს
Financial Times: უკრაინაში აშშ-ის ელჩი პრეზიდენტ ტრამპთან არსებული უთანხმოების გამო თანამდებობას დატოვებს

Financial Times: უკრაინაში აშშ-ის ელჩი პრეზიდენტ ტრამპთან არსებული უთანხმოების გამო თანამდებობას დატოვებს

იმედი|imedinews.ge

უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული, ჯული დევისი თანამდებობის დატოვებას გეგმავს. როგორც Financial Times-ი იუწყება, ამის მიზეზი დონალდ ტრამპთან არსებული უთანხმოება და ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება გახდა.

როგორც გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, ჯული დევისი გეგმავს, უახლოეს კვირებში დატოვოს კიევი და თითქმის 30-წლიანი სამსახურის შემდეგ დიპლომატიური კარიერა დაასრულოს.

დევისი საქმეთა დროებითი რწმუნებულის პოსტს 2025 წლის მაისიდან იკავებს. მან საკუთარი წასვლის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტს უკვე აცნობა.

დიპლომატი იმედგაცრუებული იყო საკუთარი როლით და ადმინისტრაციის არაერთი გადაწყვეტილებით, მათ შორის საკადრო დანიშვნებით, რომელთა შესახებაც ინფორმაციას მედიიდან იგებდა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში აშშ-ის წინა ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი ასევე მსგავსი მიზეზების გამო გადადგა. მან თანამდებობა უკრაინაში სამწლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა - ბრინკს აღნიშნული პოსტი 2022 წლიდან ეჭირა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ტრამპი →პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი