მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გაეროში გაერთიანებული სამეფოს მისიის წარმომადგენელი: მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს თავისი უკანონო ყოფნა საქართველოში, დატოვოს ოკუპირებული რეგიონები და სრულად შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები
გაეროში გაერთიანებული სამეფოს მისიის წარმომადგენელი: მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს თავისი უკანონო ყოფნა საქართველოში, დატოვოს ოკუპირებული რეგიონები და სრულად შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები

იმედი|imedinews.ge

გაეროში გაერთიანებული სამეფოს მისიის წარმომადგენელმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსზე ისაუბრა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრიდან 18 წელი გავიდა, თუმცა მოსკოვი კვლავ აგრძელებს უკანონო ქმედებებს, რაც კონფლიქტის ხანგრძლივად გაჭიანურებას უწყობს ხელს.

„გავიდა 18 წელი მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში. რუსეთი აგრძელებს უკანონო ქმედებებს, რაც აჭიანურებს კონფლიქტს. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ამ რეგიონების რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავებისკენ მიმართული ნაბიჯებით, მათ შორის პირდაპირი საგზაო კავშირების შექმნით, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

ჩვენ ასევე შეშფოთებულნი ვართ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობით, მათ შორის თვითნებური დაკავებებით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვითა და ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესებით.

მოვუწოდებთ, უზრუნველყოფილ იქნას ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეუფერხებელი წვდომა, რათა განხორციელდეს ჰუმანიტარული საქმიანობა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევა.

ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს თავისი უკანონო ყოფნა საქართველოში, დატოვოს ოკუპირებული რეგიონები და სრულად შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები.

ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი, გაეროს წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისო სამართლის სრული დაცვის საფუძველზე. ეს გულისხმობს იმის უზრუნველყოფას, რომ ყველა დევნილსა და ლტოლვილს ჰქონდეს საკუთარ სახლებში თავისუფლად და ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობა.

გაერთიანებული სამეფო დიდი ხანია მხარს უჭერს ამ რეზოლუციას, რომელიც კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვაში და ეს ასევე გვაძლევს საშუალებას, გამოვხატოთ საერთაშორისო სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, ასევე დაუჭირონ მხარი ამ რეზოლუციას“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • „საქაერონავიგაცია“ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებსBM.GE
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
  • გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელირუსთავი 2
სრულად →რუსეთის →

მსგავსი სტატიები

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

იმედი