მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიგლა თამაზაშვილი: ოთხი მორწყვის ციკლი არ ნიშნავს ოთხჯერ მორწყვას, ფერმერს 60 დღის განმავლობაში შეუზღუდავი წვდომა აქვს სარწყავ წყალზე
გიგლა თამაზაშვილი: ოთხი მორწყვის ციკლი არ ნიშნავს ოთხჯერ მორწყვას, ფერმერს 60 დღის განმავლობაში შეუზღუდავი წვდომა აქვს სარწყავ წყალზე

გიგლა თამაზაშვილი: ოთხი მორწყვის ციკლი არ ნიშნავს ოთხჯერ მორწყვას, ფერმერს 60 დღის განმავლობაში შეუზღუდავი წვდომა აქვს სარწყავ წყალზე

იმედი|imedinews.ge

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა მორწყვის ციკლებისა და სარწყავი წყლის ტარიფის შესახებ განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, ერთი მორწყვის ციკლი არ ნიშნავს ერთჯერად მორწყვას და მოიცავს 15-დღიან პერიოდს, რომლის განმავლობაში ფერმერს შეუძლია სარწყავი წყლით შეუზღუდავად სარგებლობა.

„დღევანდელი ტარიფით წყლის საცალო მიწოდების საფასური 0.0826 ლარია. ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში, ჰექტარზე ერთი მორწყვის საფასური 116 ლარს შეადგენს დღგ-ს ჩათვლით, მრავალწლოვანი კულტურებისთვის - 102 ლარს, ხოლო მეორე, მესამე და მეოთხე მორწყვას სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

15 დღის განმავლობაში ფერმერს შეუძლია, რამდენჯერაც სურს, იმდენჯერ მორწყოს სავარგულები. შესაბამისად, 45 დღის განმავლობაში, ანუ სამი მორწყვის ციკლის ფარგლებში, მომსახურება სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება და მორწყვის რაოდენობა შეზღუდული არ არის.

ხშირად გვესმის, თითქოს ოთხი მორწყვის ციკლი მხოლოდ ოთხჯერ მორწყვას ნიშნავს, ეს ასე არ არის. ფერმერს რეალურად 60 დღის განმავლობაში აქვს შეუზღუდავი წვდომა სარწყავ წყალზე“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

დამატებითი, მეხუთე და შემდგომი მორწყვის საჭიროების შემთხვევაში, ფერმერები მომსახურების ღირებულებას მოქმედი ტარიფის შესაბამისად გადაიხდიან.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: განმავლობაში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის საქმე - კაცმა, რომელსაც პოლიცია 7 თვის განმავლობაში უსმენდა მიმალვა შეძლოტვ პირველი
  • რუმინეთმა სამი დღის განმავლობაში მესამე, სავარაუდოდ რუსული, დრონი ჩამოაგდოფორმულა
  • რუსთაველის რეაბილიტაცია ზეგ დაიწყება – როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი მომდევნო ოთხი თვის განმავლობაშიBM.GE
  • ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: ამ სამიტმა წერტილი დაუსვა საერთაშორისო სამართლის იმ გაგებას, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში იყორუსთავი 2
განმავლობაში →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ