
გიორგი ჩაკვეტაძე ბარამიძის განცხადებაზე: ის, რაც ამ ვაჟბატონმა იკადრა, არის წარმოუდგენელი ტიპის შეურაცხყოფა არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოსი, არამედ თითოეული ჩვენი მოქალაქის, იმ ვეტერანების, რომლებმაც იბრძოლეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზი ტყვეების თითქოს და დახვრეტასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ბარამიძის განცხადება არის წარმოუდგენელი ტიპის შეურაცხყოფა არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოსი, არამედ თითოეული მოქალაქის, იმ ვეტერანების, რომლებმაც იბრძოლეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის
„ის, რაც ამ ვაჟბატონმა იკადრა, არის წარმოუდგენელი ტიპის შეურაცხყოფა არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოსი, არამედ თითოეული ჩვენი მოქალაქის, იმ ვეტერანების, რომლებმაც იბრძოლეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის. ჩემი აზრით, შეუძლებელია, რომ იყოს უვიცობა ან შემთხვევითობა. ეს არის გამიზნული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge