მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი გვარაკიძე: საქართველოს პროკურატურა აქტიურადაა ჩართული ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულისა და ფულის გათეთრების ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში
გიორგი გვარაკიძე: საქართველოს პროკურატურა აქტიურადაა ჩართული ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულისა და ფულის გათეთრების ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში

გიორგი გვარაკიძე: საქართველოს პროკურატურა აქტიურადაა ჩართული ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულისა და ფულის გათეთრების ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურა აქტიურადაა ჩართული ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულისა და ფულის გათეთრების ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას.

მისი თქმით, ორგანიზებული დანაშაულის გამოვლენა, უკანონო აქტივების კვალზე მიდევნება, აღმოჩენა და შემდგომი კონფისკაცია სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის უწყებებთან, საპოლიციო და საპროკურორო დანაყოფებთან ეფექტურ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.

როგორც გენერალურმა პროკურორმა განმარტა, აქტიურად გამოიყენება ინფორმაციის გაცვლის ოპერატიული არხები, მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობის გამარტივებული პროცედურები და ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფები.

„2025 წელს ფულის გათეთრების ფაქტზე გამოძიება დაიწყო 73 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 80 პირის, მათ შორის, 8 იურიდიული პირის მიმართ. წინა წლებთან შედარებით, მზარდი იყო გამამტყუნებელი განაჩენის რაოდენობაც, რომელიც გამოტანილია 102 პირის, მათ შორის, 23 იურიდიული პირის მიმართ. გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამორთმეული აქტივების ღირებულება კი აღემატება 75 მლნ. ლარს. პირველად იქნა ჩამორთმეული 19,4 მილიონი ლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.

ფულის გათეთრება არალეგალურ მატერიალურ სარგებელთან დაკავშირებული დანაშაულია, რაც აისახა კიდეც ამოღებული და დაყადაღებული აქტივების ღირებულებაზე, რომელიც 2025 წელს 201,5 მილიონ ლარს აღემატება. წინა წლებთან შედარებით მკვეთრად არის გაზრდილია ამოღებული და დაყადაღებული სატრანსპორტო საშუალებების და უძრავი ქონების ღირებულება. ფულის გათეთრების ფაქტებზე 170 დაზარალებულისთვის და სახელმწიფოსთვის ანაზღაურებულია 49 მილიონ ლარზე მეტის ზიანი, მათ შორის 815 912 ლარის ზიანი აუნაზღაურდა სახელმწიფოს“, - აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.

გენერალური პროკურორის თქმით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენა, ეფექტიანი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • ელენე ხოშტარია იმ ბრძოლის გზებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, “სისტემას ჩამოშლის“ტვ პირველი
  • ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექციაBM.GE
  • აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამოფორმულა
  • ევროკავშირმა სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მისია დაამტკიცანეტგაზეთი
ბრძოლის →პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ