მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ჯინჭარაძე: უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას და გვწამს, რომ თქვენი პატრიარქობის პერიოდში შევძლებთ დაახლოებას აფხაზეთთან და კვლავ გაერთიანებას
გიორგი ჯინჭარაძე: უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას და გვწამს, რომ თქვენი პატრიარქობის პერიოდში შევძლებთ დაახლოებას აფხაზეთთან და კვლავ გაერთიანებას

იმედი|imedinews.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე უწმინდეს და უნეტარეს შიო III-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას ულოცავს და ამის შესახებ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის, ქართული ეკლესიისა და თითოეული ქართველისთვის. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიოს არჩევა არის ისტორიული პასუხისმგებლობა და იმ დიდი სულიერი გზის გაგრძელება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შექმნა.

უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას და გვწამს, რომ თქვენი პატრიარქობის პერიოდში, თქვენი ლოცვით და შეწევნით, შევძლებთ დაახლოებას აფხაზეთთან და კვლავ გაერთიანებას.

დარწმუნებული ვართ, ღირსეულად განაგრძობთ ილია მეორის დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომლის ეპოქა იქცა ეროვნული ერთობის, მშვიდობის, შემწყნარებლობისა და ქართული იდენტობის დაცვის სიმბოლოდ.

ვულოცავ სრულიად საქართველოს, ქართულ ეკლესიას და თითოეულ ქართველს ამ ისტორიულ დღეს. ღმერთმა დალოცოს საქართველოს ეკლესია, მისი ახალი სულიერი წინამძღოლი და გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა“, - წერს გიორგი ჯინჭარაძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • „საქაერონავიგაცია“ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებსBM.GE
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
  • გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელირუსთავი 2
სრულად →აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ