მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ

იმედი|imedinews.ge

ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს. შენი სიტყვები დღეს აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელებს უწოდებენ, - ასე ეხმიანება გენერალ-მაიორი, აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ყარყარაშვილი, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომში, ქართველების მიერ ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

იგი იხსენებს, რომ ომში ანგელოზი არც ერთი მხარე ყოფილა, თუმცა, აფხაზების მხრიდან ქართველების მიმართ გამოხატულმა სიძულვილმა და ქართველი ტყვეების სისასტიკით დახოცვამ, გაგრის აღებაში მონაწილე რუსი ოფიცრებიც გააკვირვა, რაც ერთ-ერთმა მათგანმა 1993 წელს, ჩვენებაში აღიარა.

ყარყარაშვილის ინფორმაციით, აფხაზებმა, შრომა-კამანის დაცემისას ტყვედ აყვანილი სასულიერო პირებიც დახვრიტეს და წერს, რომ ბარამიძის განცხადებამ, რუსულ და აფხაზურ მხარეს მისცა მიზეზი, რომ უკვე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პირად გვერდზეც კი ლანძღვა-გინების ტექსტები დაწერონ ქართველების მისამართით.

"სამწუხაროდ აფხაზეთის ომში მონაწილეებიდან ანგელოზი არცერთი მხარე არ ყოფილა, ფაქტები ბევრად უფრო მცირეა ქართველების მხრიდან ჩადენილი, რაც ერთ-ერთი ასეთი ფაქტი რომლის მომსწრე და თვითმხილველიც თავად გავხდი, რაც საკუთარ წიგნშიც მაქვს აღწერილი, სინანულს გამოვხატავ და რაც დღემდის მაწუხებს. რაც შეეხება აფხაზების წმინდანობას, თუნდაც შრომა-კამანის დაცემისას ტყვედ აყვანილებიდან არა მხოლოდ მებრძოლები დახვრიტეს, არამედ კამანის მონასტრის წინამძღვარი 25 წლის მამა ანდრია და მასთან ერთად არც მონასტრის მორჩილი აფხაზი ანუა, არ დაინდვეს. სამწუხაროდ ამჟამად აბასთუმანში ვიმყოფები, თორემ თბილისში ყოფნის შემთხვევაში ჩემს ვიდეო არქივში მაქვს, 1993 წლის მარტის დასაწყისში ყაზბეგის საბაჟოზე დაკავებული აფხაზეთში მონაწილე რუსი ეროვნების ოფიცერი, მაიორის ჩინით, რომელიც უშუალოდ1992 წლის 2 ოქტომბერს აფხაზების მხრიდან გაგრის აღებაში მონაწილეობდა, რომელმაც თავის ჩვენებაში აღწერა, რომ გაგრის აღების შემდეგ გაკვირვებული დარჩნენ მონაწილე რუსი ოფიცრები, რომ როგორი სისასტიკით და ზიზღით ასალმებდნენ სიცოცხლეს ქართველ ტყვეებს. რამხელა სიძულვილს გამოხატავდნენ ქართველების მიმართ. ჟიული შარტავას, მამია ალასანიას, გაბისკირიას და მასთან ერთად 50-მდე ტყვედ აყვანილი ქართველი სამოქალაქო პირის დახვრეტაზე რომ არაფერი ვთქვა, ასე, რომ ბიძიკო ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს. შენი სიტყვები დღეს აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელებს უწოდებენ. იმ დონეზე არიან გათავხედებულები, რომ უკვე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პირად გვერდს უვარდებიან და ლანძღვა-გინების ტექსტებს წერენ შენი დამსახურებით," - წერს გიორგი ყარყარაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • რუსულმა დრონმა უკრაინაში სამგზავრო მიკროავტობუსს დაარტყა, დაიღუპა 5 ადამიანინეტგაზეთი
  • რუსულმა სამხედრო ხომალდმა დანიის ვერტმფრენს სიგნალური რაკეტები ესროლაფორმულა
  • აშშ-მა ირანის დახმარებისთვის რუსულ VTB Bank-ს ახალი სანქციები დაუწესაBM.GE
  • პრემიერი: 2012 წლამდე თბილისში დენის, წყლისა და გაზის მომარაგებას მთლიანად უზრუნველყოფდნენ რუსული კომპანიები, მიხეილ სააკაშვილი, ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებსა და ბიზნესმენებსრუსთავი 2
რუსული →ბარამიძის →

მსგავსი სტატიები

ბიძინა გიორგობიანი ევრობიუროკრატებზე: საქართველოსგან მათ სურთ, რომ სავაჭრო გზებმა საქართველოზე გაიაროს ისე, რომ ამით საქართველომ ვერ ისარგებლოს და მხოლოდ თვითონ ისარგებლონ. ეს მათი ტრადიციული მიდგომაა, ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება

ბიძინა გიორგობიანი: ვფიქრობ, ევროპის კონტინენტზე ფუნდამენტური ცვლილებები გარდაუვალია, განსაკუთრებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ინტერესი ევროკავშირის მიმართ უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც იყო წინა ათწლეულებში

ბიძინა გიორგობიანი: ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირი უკვე აღმოჩნდა განვითარების მხრივ ისეთ პოლიტიკურ ოფსაიდში, რომელშიც შეიყვანა კაია კალასის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მსგავსი პოლიტიკური „ლიდერების“ მოღვაწეობამ

ბიძინა გიორგობიანი: მერციც და მაკრონიც არიან განსახიერება იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ეს ცხოვრება მოიტანა როგორც საფრანგეთში, ასევე გერმანიაში

ბიძინა გიორგობიანი: მერციც და მაკრონიც არიან განსახიერება იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ეს ცხოვრება მოიტანა როგორც საფრანგეთში, ასევე გერმანიაში

იმედი