მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გურამ მაჭარაშვილი: გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირს ჩინეთთან წლიურად 700 მილიარდის სავაჭრო ბრუნვა აქვს, ჩვენ კი ჩინეთთან ურთიერთობის გამო გვაკრიტიკებენ. რაც შეეხება ირანს, მათაც მოგვისამძიმრეს პატრიარქის გარდაცვალება, საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლაც ელემენტარული ეთიკაა
გურამ მაჭარაშვილი: გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირს ჩინეთთან წლიურად 700 მილიარდის სავაჭრო ბრუნვა აქვს, ჩვენ კი ჩინეთთან ურთიერთობის გამო გვაკრიტიკებენ. რაც შეეხება ირანს, მათაც მოგვისამძიმრეს პატრიარქის გარდაცვალება, საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლაც ელემენტარული ეთიკაა

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკა.

მან აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო სივრცეში უკვე 4 წელია სწორი გზით მიდის, აღრმავებს ურთიერთობას ჩინეთთანაც. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის, მათ შორის ამერიკისა და ევროკავშირისთვის, თუმცა ევრობიუროკრატიის მხრიდან მაინც კრიტიკის საგანია საქართველო - ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა:

„მსოფლიოში ჩინეთთან დაკავშირებით ყველამ შეცვალა პოლიტიკა. ტრამპიც კი ჩავიდა ჩინეთში. ის რუსეთუმეა? ევროკავშირის წარმომადგენლებიც რუსეთუმეები არიან? მარტო ჩასვლა-ჩამოსვლაზე ხომ არაა საუბარი- საუბარია ევროკავშირთან 700 მილიარდიან წლიურ ბრუნვაზე. ჩვენ კი ევრობიუროკრატები გვეუბნებიან, სტრატეგიული ხელშეკრულება რატომ გაქვთ ჩინეთთანო“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ ირანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დიპლომატიური და ეთიკური ჟესტია. მან გაიხსენა ირანის ელჩის სამძიმარიც, როცა გარდაიცვალა ილია მეორე. მაჭარაშვილმა თქვა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის არაა მნიშვნელოვანი პრეზიდენტის ირანში სამძიმრის გამოცხადებისთვის ჩასვლა- მათი მთავარი მიზანი დესტრუქციაა.

„4 წელია წინ მივდივართ და ვერავინ დაამტკიცა, რომ უკრაინა-მოლდოვაში უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ სწორად მივდივართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მსოფლიოში ჩინეთთან დაკავშირებით ყველამ შეცვალა პოლიტიკა. ტრამპიც კი ჩავიდა ჩინეთში. ის რუსეთუმეა? სხვათა შორის, ტრამპს რუსეთუმეს უწოდებდნენ კიდეც წარსულში, ახლა- აღარ. ამერიკის ვიცე პრეზიდენტიც რუსეთუმეა? ევროკავშირის წარმომადგენლებიც? ახლა სი ძინ პინიც აპირებს ამერიკაში ჩასვლას. მარტო ჩასვლა-ჩამოსვლაზე ხომ არაა საუბარი. საუბარია ევროკავშირთან 700 მილიარდიან წლიურ ბრუნვაზე. ჩვენ კი ევრობიუროკრატები გვეუბნებიან, სტრატეგიული ხელშეკრულება რატომ გაქვთ ჩინეთთანო. ტრამპის სიტყვებით, ამერიკასთან სავაჭრო ბრუნვის კიდევ უფრო გაზრდა იგეგმება. ამხელა ეკონომიკური ურთიერთობა, პოლიტიკის გარეშე არ არსებობს. რაც შეეხება ირანში ჩასვლა-ჩამოსვლას, რეგიონში სახელმწიფოებთან ურთიერთობების დამყარებასა და არსებულ გამოწვევებს, რა თქმა უნდა, ეს საკითხები მნიშვნელოვანია. აქ არაა საუბარი სავაჭრო შეთანხმებაზე, ან სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმებაზე. აქ საუბარია პატივის მიგებაზე. ირანში ჩადიან ჩვენი რეგიონის სხვა სახელმწიფოებიც. რატომ მათზე არ საუბრობენ? აგენტურული ქსელი არაა ხელისუფლების ოპონენტი. რადიკალური ოპოზიცია, რეალურად, ყველაფერს ქართულს ეწინააღმდეგება. გავიხსენოთ, ირანის ელჩმა მოგვისამძიმრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება და ეს ჩვენმა მოსახლეობამ იცის. მისამძიმრება ელემენტარული ეთიკაა, თუმცა აგენტურისთვის მსგავსს არ აქვს მნიშვნელობა და ფასი. ყველას გვახსოვს, როგორ იქცეოდა აგენტურული ქსელი, როცა ირან-ამერიკის ომი დაიწყო. რადიკალური ოპოზიცია, აგენტურული ქსელი და ჟურნალისტები ხან ირანის ელჩთან მიდიოდნენ, პირდაპირ ეუბნებოდნენ, რატომ არ ურტყამთ საქართველოს, როცა ამერიკის ინტერესებს იცავსო ქვეყანა და შემდეგ მიდიოდნენ ამერიკის წარმომადგენელთან და ეუბნებოდნენ, ირანის ინტერესებს იცავს საქართველო და იქნებ შენ მაინც დაარტყაო. მათ არ აინტერესებთ დიპლომატიური და ეთიკური ჟესტები, მათი მომგებიანობა ან წამგებიანობა. მათი უმთავრესი პრინციპი და ამოსავალი წერტილია - რაც უარესი საქართველოსთვის, მით უკეთესი ჩვენთვის,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →ირანის →

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა