მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გურამ მაჭარაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ არაერთი უსამართლო ნაბიჯი გადადგა საქართველოს მისამართით, მაგრამ თუ ამას გაისიგრძეგანებენ, საქართველო-უკრაინის ურთიერთობა კვლავ კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში გადავა
გურამ მაჭარაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ არაერთი უსამართლო ნაბიჯი გადადგა საქართველოს მისამართით, მაგრამ თუ ამას გაისიგრძეგანებენ, საქართველო-უკრაინის ურთიერთობა კვლავ კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში გადავა

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, როდესაც ერევნის სამიტზე ზელენსკიმ გამოავლინა ინიციატივა საქართველოსთან მიმართებით, ეს განპირობებულია საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სწორი პოზიციონირებით.

„უკრაინის ხელისუფლება მიხვდა, რომ საქართველომ სწორი პოზიციონირებით ისეთი ადგილი დაიკავა, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს უნდა საქართველოსთან პარტნიორობა. ვფიქრობ, ამიტომ წამოვიდა ზელენსკისგან ჟესტი“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის განცხადებები და ნაბიჯები საქართველოს მისამართით იყო უსამართლო, მაგრამ თუ უკრაინული ხელისუფლება ამას აღიარებს, საქართველო-უკრაინის ურთიერთობა კვლავ მეგობრული გახდება.

„ვფიქრობ, ზელენსკიმ და უკრაინის ხელისუფლებამ დაინახა ის რეალობა, რაც შექმნა საქართველომ - ჩვენ სწორი პოზიციონირებით შევძელით ის, რომ უკვე ევროკავშირიც დაინტერესებულია ჩვენთან ურთიერთობით; აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციაც პირდაპირ აცხადებს, რომ მაისში აგზავნის დელეგაციას საქართველოში, რათა გადაიდგას ნაბიჯები სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებით. ეს ის რეალობაა, რასაც „ხალხის ძალა“ ვამბობდით: ვინც დაგველაპარაკება, როგორც პარნიორ ქვეყანას, ჩვენც მათთან გვექნება მეგობრული დამოკიდებულება. რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლებას, სამწუხარო მოცემულობად რჩება ის, რომ მან არაერთი უსამართლო ნაბიჯი გადადგა, მაგრამ თუ ამას გაისიგრძეგანებენ, საქართველო-უკრაინის ურთიერთობა კვლავ კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში გადავა. თუმცა, ფაქტია, ვერაფერი გაამართლებს იმ განცხადებებსა და ქმედებებს, რაც მოდიოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მისამართით. ომის დაწყების დღიდან საქართველო უკრაინის გვერდით იდგა, იქნებოდა ეს ჰუმანიტარული დახმარება, თუ საერთაშორისო პლატფორმებზე 600-მდე რეზოლუციაში უკრაინის მხარდაჭერა. ამის მიუხედავად, უკრაინის მხრიდან იყო მოწოდება, შეიცვალოს ხელისუფლება, გაათავისუფლონ სააკაშვილი, გაიხსნას მეორე ფრონტი - ძალიან მძიმე განცხადებები. ამას, რა თქმა უნდა, ვერ დაივიწყებ, მაგრამ მოცემულობაა, რომ ინიციატივა მოდის უკრაინისგან. როგორც ჩანს, რაღაცები გადააფასეს და მიხვდნენ, რომ საქართველომ სწორი პოზიციონირებით ისეთი ადგილი დაიკავა, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს უნდა საქართველოსთან პარტნიორობა. ვფიქრობ, ამიტომ წამოვიდა ზელენსკისგან ჟესტი, რომელიც ვნახეთ სამიტზე. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, უნდა მოვითხოვოთ, უკრაინის მიერ დაფიქსირდეს, რომ მათი განცხადებები და ქმედებები იყო არასწორი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ გვქონდა და არც გვექნება უკრაინულ საზოგადოებასთან“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ