მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იან პრაუდი: რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა „იმედის“ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, ვშიშობ, რომ ეს კიდევ ერთი ნიშანია ევროპაში სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლის
იან პრაუდი: რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა „იმედის“ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, ვშიშობ, რომ ეს კიდევ ერთი ნიშანია ევროპაში სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლის

იან პრაუდი: რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა „იმედის“ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, ვშიშობ, რომ ეს კიდევ ერთი ნიშანია ევროპაში სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლის

იმედი|imedinews.ge

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა „იმედის“ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, ვშიშობ, რომ ეს კიდევ ერთი ნიშანია ევროპაში სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლის, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ წამყვანმა, ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა, იან პრაუდმა.

მან ბრიტანეთში ჩატარებული არჩევნები შეაფასა და ევროპარლამენტის მიერ „იმედის“ ჟურნალისტის სანქცირების საკითხსაც შეეხო.

„ამჟამად ძალიან დაკავებული ვარ ბრიტანეთში მიმდინარე მოვლენებით. კირ სტარმერის ხელისუფლებას საფრთხე ემუქრება, ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში მისმა გუნდმა ძალიან ცუდი შედეგები აჩვენა. ახლა უპირატესობას რეფორმისტთა პარტია ფლობს.

ზოგიერთი ადამიანი ამ პარტიას ნაციონალისტურად ახასიათებს. ნიშანდობლივია, რომ ეს პარტია ძირითადად საუბრობს ბრიტანეთთან დაკავშირებულ მოვლენებზე, მაშინ, როდესაც ბრიტანეთში უდიდესი პარტიები სწორედ გლობალური მასშტაბის პოლიტიკით არიან დაკავებულნი, უკრაინის ომით მაგალითად, რომლის დასასრულსაც პირი არ უჩანს, ომით ირანთან და ბევრი სხვა მოვლენით მსოფლიოში. ეს საინტერესოა. „რეფორმისტთა პარტიასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის რამდენიმე პარალელის გავლებაცაა შესაძლებელი.

ევროპა ახლა ქაოსშია, უკრაინის ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებაც ამ ეტაპზე შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით ახალ იდეები არ ისმის; რამდენიმე დღის წინ კი ევროპარლამენტმა „იმედის“ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა. ვშიშობ, რომ ეს კიდევ ერთი ნიშანია ევროპაში სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლისა, ასე რომ ბევრი რამ ხდება“, - აღნიშნა პრაუდმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი