მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ინგლისმა ხორვატიას დაძაბულ ბრძოლაში 4:2 სძლია
ინგლისმა ხორვატიას დაძაბულ ბრძოლაში 4:2 სძლია

ინგლისმა ხორვატიას დაძაბულ ბრძოლაში 4:2 სძლია

იმედი|imedinews.ge

ინგლისის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ხორვატიის გუნდთან გამართა და ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა.

მატჩის მერვე წუთზე ლუკა მოდრიჩმა საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია, რის გამოც მთავარმა არბიტრმა ხორვატების კარში პენალტი დანიშნა. ინგლისელთა თავდამსხმელმა ჰარი კეინმა თერთმეტმეტრიანი შეასრულა, მაგრამ დომიკინ ლივაკოვიჩმა ის მოიგერია.

მოგვიანებით გაირკვა, რომ თერთმეტმეტრიანის შესრულების დროს ლივაკოვიჩს არცერთი ფეხი კარის ხაზზე არ ედგა, რის გამოც ინგლისს პენალტის მეორედ შესრულება მოუწია. მეორე ცდიდან კეინმა გოლი შეაგდო და ინგლისელები წინ გაიყვანა.

მატჩის 36-ე წუთზე ხორვატმა მარტინ ბატურინამ ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. 42-ე წუთზე ინგლისელებმა მეორედ აიღეს ხორვატების კარი. გატანილი გოლის ავტორი კვლავ ჰარი კეინი იყო.

პირველი ტაიმის დამატებით დროში ხორვატიის ნაკრებმა კვლავ გაათანაბრა ანგარიში. გოლი ინგლისელთა კარში პეტარ მუსამ გაიტანა.

მეორე ტაიმი ინგლისელთა უპირატესობით დაიწყო და უკვე 47-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა ანგარიში 3:2 გახადა. მატჩის მიწურულს, 85-ე წუთზე მარკუს რაშფორდმა კვლავ აიღო ხორვატთა კარი და საბოლოო ანგარიში 4:2 დააფიქსირა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • AfD-ის ისტორიული გამარჯვება საქსონია-ანჰალტის ტერიტორიაზე და ე.წ. გავლენიანი ოლიგარქიული ოჯახების ბრძოლა - ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილს აქვეყნებსრუსთავი 2
  • კორუფციასთან ბრძოლა თუ შიდა პარტიული ანგარიშსწორება? - რატომ ხვდებიან „ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები ციხეშიტვ პირველი
  • კირიენკო: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 20 წელზე მეტი გაგრძელდანეტგაზეთი
  • ირაკლი ღარიბაშვილი სამართლებრივ ბრძოლას აპირებს - ადვოკატიBM.GE
ბრძოლა →

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა