მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი დაიწყო
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი დაიწყო

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი დაიწყო

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი დაიწყო, რომელშიც 6 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, ყირგიზეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები) 60 ახალგაზრდა მონაწილეობს. მონაწილეები ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მიმართულების სტუდენტები არიან.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჯობავას თქმით, ბანაკი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო AI ბანაკია, რომელიც ტარდება ჩვენს რეგიონში და წელს მასში 6 ქვეყანა მონაწილეობს.

„მნიშვნელოვანია, რომ ქართველ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, იმუშაონ ინოვაციურ იდეებზე უცხოელ სტუდენტებთან ერთად, გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება, შექმნან საერთაშორისო გუნდები და საერთაშორისო სტარტაპები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით“, - აღნიშნა თორნიკე ჯობავამ.

პროგრამა ინგლისურენოვანია და ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა შესავალი კომპიუტერულ ინჟინერიაში, ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებაში, აგრეთვე კიბერუსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, AI ანტრეპრენერობა, AI სხვადასხვა ინდუსტრიებში და პროფესიებში, პრობლემების იდენტიფიცირება და სხვ.

ბანაკის მიზანია, სტუდენტებს გააცნოს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არსებული საერთაშორისო ტენდენციები და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები, განუვითაროს შესაბამისი ტექნიკური, ანალიტიკური და სამეწარმეო უნარები და ჩართოს ისინი AI-ზე ორიენტირებულ ტრენინგებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებში. ასევე, შექმნას გარემო, სადაც მონაწილეები შეძლებენ საერთაშორისო გუნდების ფორმირებას და რეალური პრობლემების გადაჭრის გზებზე მუშაობას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ინიციატივა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • ზახაროვა: დიპურთიერთობების აღდგენის ინიციატივა თბილისიდან უნდა წამოვიდესნეტგაზეთი
  • ფინტექ სექტორი სებ-სა და პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივებს წარუდგენს – ფინტექ ასოციაციაBM.GE
  • ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით "ოცნება" ახალ კანონზე მსჯელობს - რა შეფასებები მოჰყვა ახალ ინიციატივასტვ პირველი
  • კაია კალასი ღაზის სამშვიდობო ინიციატივაზე: კონსტრუქციული ნაბიჯია, თუმცა წინ დიდი სამუშაოაფორმულა
ინიციატივა →

მსგავსი სტატიები

ნორვეგიაში ავიადისპეტჩერების გაფიცვის გამო 150-მდე რეისი გაუქმდა

ნორვეგიაში ავიადისპეტჩერების გაფიცვის გამო 150-მდე რეისი გაუქმდა

იმედი

ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

იმედი

დანია უკრაინელი დევნილების მიღების წესებს ამკაცრებს

დანია უკრაინელი დევნილების მიღების წესებს ამკაცრებს

იმედი

პოლონელმა და გერმანელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვართან ბეტონის დამცავი ბარიერები განათავსეს

პოლონელმა და გერმანელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვართან ბეტონის დამცავი ბარიერები განათავსეს

იმედი