მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია: ჩვენ დავაფიქსირეთ მზაობა, რომ ჩვენი ურთიერთობები გადავტვირთოთ და დავიწყოთ სრულიად ახალი ფურცლიდან
ირაკლი კირცხალია: ჩვენ დავაფიქსირეთ მზაობა, რომ ჩვენი ურთიერთობები გადავტვირთოთ და დავიწყოთ სრულიად ახალი ფურცლიდან

ირაკლი კირცხალია: ჩვენ დავაფიქსირეთ მზაობა, რომ ჩვენი ურთიერთობები გადავტვირთოთ და დავიწყოთ სრულიად ახალი ფურცლიდან

იმედი|imedinews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ საქართველო მზად არის, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის და დაიწყოს ის სრულიად ახალი ფურცლიდან, თუმცა მისი თქმით, მხოლოდ საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

ირაკლი კირცხალიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ გამართულ შეხვედრებზე მმართველმა გუნდმა ურთიერთობების გადატვირთვის მზაობა დააფიქსირა.

"მივესალმებით ამ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომელსაც ვხედავთ ყველანი, რომელიც იდგმება. იცით, ჩამოსულები იყვნენ ადმინისტრაციიდან, იყო შეხვედრა როგორც მთავრობასთან, ასევე საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა საკმაოდ პოზიტიური შეხვედრები. ასევე, ე.წ. ოპოზიციასთანაც იყო შეხვედრები. ჩვენ დავაფიქსირეთ ის, რასაც ვაფიქსირებდით, მზაობა, რომ ჩვენი ურთიერთობები გადავტვირთოთ და დავიწყოთ სრულიად ახალი ფურცლიდან და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები. ამისთვის ჩვენ ყველანაირად მზად ვართ. ამას, წესით და რიგით, ძალიან კარგად უნდა ხედავდნენ ჩვენი ამერიკელი ისტორიული პარტნიორები და მეგობრები. მაგრამ, ვიმეორებ, რომ მზად ვართ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. იმ ინტერესებიდან და იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელსაც ძალიან კარგად ხედავს და აფასებს ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ადმინისტრაცია. ჩვენ ყოველთვის ვიყავით რეგიონში დასაყრდენი პარტნიორი, ყოველთვის ვიყავით სანდო პარტნიორი და კარგად უნდა ახსოვდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ძალიან ახლო და სტრატეგიულ მეზობლებს და მეგობრებს - აზერბაიჯანს, სომხეთს ძალიან კარგად ახსოვთ, წლების განმავლობაში რა როლს ასრულებდა საქართველო რეგიონში. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ის დასაყრდენი და საიმედო პარტნიორი და მზად ვართ ახლაც ვიყოთ. მაგრამ, ამ ქარცეცხლის გათვალისწინებით, რაც ჩვენს რეგიონში ხდება, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი პოლიტიკის განვითარებით, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიცირებით და არა ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის ან ქვეყნის მხრიდან რაიმე კარნახით ან მითითებით“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • „საქაერონავიგაცია“ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებსBM.GE
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
  • გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელირუსთავი 2
სრულად →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი