მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: 2008 წელს ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, დღეს შემცირდა 17,5%-მდე, ეს ხომ დრამატული ვარდნაა, საქართველოში გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, 2012 წელს გერმანიაში მოსახლეობის ცხოვრების დონე 4,5-ჯერ მაღალი იყო და ახლა არის, დაახლოებით 2,3-ჯერ მაღალი
ირაკლი კობახიძე: 2008 წელს ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, დღეს შემცირდა 17,5%-მდე, ეს ხომ დრამატული ვარდნაა, საქართველოში გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, 2012 წელს გერმანიაში მოსახლეობის ცხოვრების დონე 4,5-ჯერ მაღალი იყო და ახლა არის, დაახლოებით 2,3-ჯერ მაღალი

ირაკლი კობახიძე: 2008 წელს ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, დღეს შემცირდა 17,5%-მდე, ეს ხომ დრამატული ვარდნაა, საქართველოში გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, 2012 წელს გერმანიაში მოსახლეობის ცხოვრების დონე 4,5-ჯერ მაღალი იყო და ახლა არის, დაახლოებით 2,3-ჯერ მაღალი

იმედი|imedinews.ge

2008 წელს ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, ასწრებდა ამერიკასაც, დაახლოებით 16 მილიარდი იყო ევროკავშირის ეკონომიკა და დაახლოებით, 15 მილიარდი იყო აშშ-ის ეკონომიკა და ევროკავშირი დარჩა, ფაქტობრივად სტაგნაციაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროკავშირი იყო ნამდვილად სამაგალითო სივრცე ათწლეულების განმავლობაში ნებისმიერი ქვეყნისთვის.

„ეს რამ მოიტანა - ერთი, რომ ევროპა არის გამორჩეული კულტურის მქონე სივრცე, დაწყებული ანტიკური პერიოდიდან, რენესანსი და ა.შ, საუკუნეებით მოჰყვება ეს ყველაფერი ევროპას. რა თქმა უნდა, ევროპაში წარმოიშვა დემოკრატია და ყველაფერიც, მაგრამ უამრავი პრობლემა იყო მეორე მსოფლიო ომის ჩათვლით და მანამდე პერიოდში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრდა ახალი წესრიგი მთელი ევროპის მასშტაბით, რამაც მათ შორის ევროპას მოუტანა რამდენიმე ათწლეულით უწყვეტი მშვიდობა. კონტინენტზე პრაქტიკულად ომი არ ყოფილა ამ ათწლეულების განმავლობაში და ყველაზე კარგი პერიოდი ევროპას და მათ შორის ევროკავშირს ჰქონდა 1949 წლიდან, როცა ჩამოყალიბდა ახალი სისტემები ევროპულ ქვეყნებში, ძირითადად ეს იყო 40-იანი წლების ბოლოს, ვიდრე 2008 წლამდე. 2008 წელს იწყება ცოტა განსხვავებული პროცესები და როდესაც ვსაუბრობთ ევროპის ფორმაზე, ამ პროცესს მინდა შევეხო. ეს უკავშირდება პირდაპირ თუ ირიბად პირველ ომს, რომელიც მოხდა ევროპაში და ეს იყო საქართველო-რუსეთის ომი და ეს ასევე დაემთხვა გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს. რომ ავიღოთ ეკონომიკა - 2008 წელს, ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, რაც სერიოზული მაჩვენებელია. ევროკავშირი იყო პირველ ადგილზე თავისი წილით მსოფლიო ეკონომიკაში. ასწრებდა ამერიკასაც, დაახლოებით 16 მილიარდი იყო ევროკავშირის ეკონომიკა და დაახლოებით 15 მილიარდი იყო აშშ-ის ეკონომიკა. ჩინეთის ეკონომიკა ერთნიშნა მაჩვენებელი იყო, ბევრად ჩამორჩებოდა ჩინეთი როგორც ევროკავშირს, ისე აშშ-ს. ამერიკის წილი გაიზარდა ძველთან შედარებით, ჩინეთი უკვე ევროკავშირთან ახლოს არის, დაახლოებით 20 ტრილიონზე არის ასული და ევროკავშირი დარჩა ფაქტობრივად სტაგნაციაში და ინფლაციის გათვალისწინებითაც კი აქვს ნომინალური ეკონომიკის ძალიან მცირე ზრდა. შესაბამისად, ეს იწვევს რას - ევროკავშირის ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში შემცირდა 17,5%-მდე. ეს ხომ დრამატული ვარდნაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი, რითაც იზომება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტი, ანუ ეკონომიკა მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით.

„90-იან წლებში რატომ მიდიოდა ძალიან ბევრი ადამიანი საბერძნეთში სამუშაოდ, იმიტომ, რომ 9-ჯერ უკეთესად ცხოვრობდნენ ბერძნები, ანუ PPP მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 9-ჯერ მეტი საქართველოსთან შედარებით. დღევანდელი მაჩვენებელი არის დაახლოებით 50%-იანი სხვაობა. 9-ჯერ უკეთესად ცხოვრობდნენ ბერძნები 90-იანებში, ახლა არის 50% სხვაობა. ამიტომ არის, რომ საბერძნეთში აღარავინ აღარ მიდის სამუშაოდ, პირიქით, დაბრუნების ტენდენციაა ბოლო წლების განმავლობაში საბერძნეთიდან საქართველოში. რაც შეეხება გერმანიას, გერმანია უფრო ძლიერია, ვიდრე საბერძნეთი. 2012 წელს 4,5-ჯერ გვისწრებდა PPP მთლიანი შიდა პროდუქტით, ანუ მოსახლეობის ცხოვრების დონეც შესაბამისად 4,5-ჯერ მაღალი იყო და ახლა არის დაახლოებით 2,3-ჯერ მაღალი. ანალოგიურად, საფრანგეთთან ოთხმაგი იყო სხვაობა, ახლა არის - ორჯერ მაღალი. რა თქმა უნდა, გერმანია და საფრანგეთი ახლაც წინ გვისწრებს, მაგრამ რომ შევამცირეთ სხვაობა, ეს არის დღევანდელი რეალობა, აქ არავითარი მანიპულაცია არ არის და ვსაუბრობთ ფაქტებზე. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია გერმანიამდე, საფრანგეთამდე, ბრიტანეთამდე, მაგრამ ეს არის დაახლოების ტენდენცია. რაც შეეხება საბერძნეთს, ბულგარეთს და ლატვიას, პრაქტიკულად დავეწევით ჩვენ საშუალოვადიან პერსპექტივაში PPP მთლიანი შიდა პროდუქტით, ანუ მოსახლეობის ცხოვრების დონე გათანაბრდება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

იმედი

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

იმედი