მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, მათი გადმოსახედიდან უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, სადამდე მიიყვანდნენ ისინი ჩვენს ქვეყანას, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა
ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, მათი გადმოსახედიდან უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, სადამდე მიიყვანდნენ ისინი ჩვენს ქვეყანას, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, მათი გადმოსახედიდან უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, სადამდე მიიყვანდნენ ისინი ჩვენს ქვეყანას, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა

იმედი|imedinews.ge

ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, მათი გადმოსახედიდან უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, სადამდე მიიყვანდნენ ისინი ჩვენს ქვეყანას, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იმაზე ბევრად უარეს მდგომარეობამდე მიიყვანდნენ ქვეყანას, ვიდრე ეს გააკეთეს 2004-2012 წლებში.

„მინდა, ერთი წამით წარმოიდგინოთ, ბატონი ჰერჩინკის იმედები რომ გამართლებულიყო და ამათ რომ მოეგოთ არჩევნები და ამათი მთავრობა რომ ყოფილიყო ახლა ხელისუფლებაში ამ პოლიტიკური ძალების, რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა. მადლობა ღმერთს, რომ ბატონი ჰერჩინსკის ეს სურვილი არ ახდა, ქართველმა ხალხმა არ დაუჯერა ევროკავშირის ელჩს და საქართველოს არ ჰყავს დღეს ასეთი მთავრობა, თუმცა ძალისხმევა ძალიან დიდი იყო, არა მარტო წინასაარჩევნო მოწოდებებში გამოიხატებოდა ეს ყველაფერი, არამედ გამოიხატებოდა იმითაც, რომ გახსოვთ, არჩევნების დასრულების შემდეგ, არც ერთმა ელჩმა და ქვეყანამ საქართველოს შესაბამის სივრცეში არ მიულოცა არჩევნების წარმატებით ჩატარება, რადგან ეს ხალხი უნდოდათ ხელისუფლებაში. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, მათი გადმოსახედიდან უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, სადამდე მიიყვანდნენ ინი ჩვენს ქვეყანას, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. იმაზე ბევრად უარეს მდგომარეობამდე მიიყვანდნენ ქვეყანას, ვიდრე ეს გააკეთეს 2004-2012 წლებში. ეს არის ხალხი, რომლის ხელისუფლებაში მოყვანა უნდოდა ბატონ ჰერჩინსკის, მის თანამზრახველებს. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ასეთი მთავრობა არ შედგა, ეს იქნებოდა უბედურება. თეორიულადაც კი არ მინდა ამის წარმოდგენა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი