მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: ჩვენ აღვასრულეთ სამართალი მოძალადეების წინააღმდეგ. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობას, ან ძალადობდა სახელმწიფოზე, სამართლის წინაშე პასუხს აგებს ყველა, ვინც ეცდება ძალადობას სახელმწიფოზე და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე
ირაკლი კობახიძე: ჩვენ აღვასრულეთ სამართალი მოძალადეების წინააღმდეგ. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობას, ან ძალადობდა სახელმწიფოზე, სამართლის წინაშე პასუხს აგებს ყველა, ვინც ეცდება ძალადობას სახელმწიფოზე და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე

იმედი|imedinews.ge

ჩვენ კონკრეტული ნაბიჯებით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. პირველ რიგში იმით, რომ ხალხს ვუთხარით სიმართლე. ჩვენ ძალიან გვიჭირდა ხალხისთვის სიმართლის თქმა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს საზოგადოება უკვე ძალიან კარგად არჩევს სიმართლეს ტყუილისგან.

„მე მახსენდება იგივე, თუნდაც 2021, 2022 წელი, მანამდე წლები, როდესაც საკმარისი იყო ერთი ევროპარლამენტარის უსამართლო განცხადება, რომ ხალხში ამას გამოეწვია სერიოზული მღელვარება.

დღეს საზოგადოება უკვე ძალიან კარგად არჩევს სიმართლეს ტყუილისგან და ამაზე დაგვჭირდა ჩვენ სერიოზული მუშაობა. ჩვენ დაგვჭირდა სიმართლის გაზიარება ქართული საზოგადოებისთვის, მათ შორის იმ მანკიერებების შესახებ, რომელსაც ვხედავდით ევროპულ ბიუროკრატიაში, თავის დროზე ამერიკულ ადმინისტრაციაშ, რომ არა ამ სიმართლეში საზოგადოების გათვითცნობიერება, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიჭირდებოდა ჩვენი საერთო გამოწვევების დაძლევა. ჩვენ ასევე თავისი სახელი დავარქვით იმ ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ ემსახურებიან უცხო ძალებს. აქ საუბარია როგორც ე.წ. ოპოზიციურ პარტიებზე, ასევე ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ე.წ. მედიასაშუალებებზე და ასე შემდეგ. რომ არა ეს სიმართლე, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდებოდა გამოწვევებთან გამკლავება.

ჩვენ მივიღეთ აუცილებელი კანონები - ეს არის მეორე მთავარი ზომა, რომელმაც მოგვცა ქვეყნის დამშვიდების საშუალება სიმართლის თქმასთან ერთად. ჩვენ აღვასრულეთ სამართალი მოძალადეების წინააღმდეგ. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობდა სახელმწიფოზე ძალადობას ან ძალადობდა სახელმწიფოზე და ჩვენ, საბოლოო ჯამში, აქაც გვქონდა რთული პერიოდები, როცა ვერ ვახერხებდით სამართლის აღსრულებას მოძალადეების წინააღმდეგ. თუმცა, გასული ერთი წლის განმავლობაში აქაც რადიკალურად შევცვალეთ ვითარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, სამართლის წინაშე პასუხს აგებს ყველა, ვინც ეცდება ძალადობას სახელმწიფოზე და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე და აქ საქართველოს მთავრობის პოზიცია მომავალშიც იქნება, სრულიად უკომპრომისო.

„იყო ერთი საკითხი, რაც შიგნიდან არღვევდა სისტემას - ეს იყო კორუფციის გამოვლინებები. და აქაც ჩვენ გასული წლის განმავლობაში ვაჩვენეთ სრული უკომპრომისობა და, რა თქმა უნდა, მომავალშიც ასევე უკომპრომისოდ გავაგრძელებთ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანიაფორმულა
  • ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძეBM.GE
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა