მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: მუდმივად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების სრულყოფაზე ზრუნვას, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, ხოლო თითოეულ ჯარისკაცს, ოფიცერსა თუ სერჟანტს ცხოვრებისა და საქმიანობის საუკეთესო პირობები და სათანადო დაფასება ჰქონდეს
ირაკლი კობახიძე: მუდმივად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების სრულყოფაზე ზრუნვას, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, ხოლო თითოეულ ჯარისკაცს, ოფიცერსა თუ სერჟანტს ცხოვრებისა და საქმიანობის საუკეთესო პირობები და სათანადო დაფასება ჰქონდეს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა. მთავრობის მეთაურმა სამხედროებს პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმისა და საქართველოსადმი ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოს თავდაცვის ძალების მნიშვნელოვან როლს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაში. „საქართველოს თავდაცვის ძალები ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საიმედო საყრდენია. დღევანდელი დღე ქართული სახელმწიფოს მიერ სამშობლოს წინაშე თქვენი უდიდესი ღვაწლის მორიგი აღიარებაა. მშვიდობა ჩვენი მთავრობისა და ხალხის უმთავრესი პრიორიტეტია. ეს არის ქვეყნის წინსვლისა და განვითარების უმთავრესი საფუძველი. მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტი კი ძლიერი, თანამედროვე და მაღალი სტანდარტების ჯარია. ეს ძლიერება სწორედ თქვენს სამხედრო ღირსებასა და საქმისადმი უანგარო ერთგულებას ეფუძნება. დღეს ჩვენ განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ თქვენ მიმართ. თითოეულ თქვენგანს გილოცავთ დამსახურებულ სახელმწიფო ჯილდოს - სამშობლოსთვის გაწეული ყოველდღიური შრომისა და თავდადების სამართლიან აღიარებას. საქართველოს მთავრობის სახელით, მომავალშიც სრულ მხარდაჭერას გპირდებით. ჩვენ მუდმივად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების სრულყოფაზე ზრუნვას, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, ხოლო თითოეულ ჯარისკაცს, ოფიცერსა თუ სერჟანტს ცხოვრებისა და საქმიანობის საუკეთესო პირობები და სათანადო დაფასება ჰქონდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი გადასცა. საქართველოს სახელმწიფო აღმშენებლობაში - თავდაცვის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დაჯილდოვდა თავდაცვის ძალების 7 წარმომადგენელი. დაჯილდოების ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ