მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, ვესაუბროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველვყოთ ანაკლიის პორტის ამოქმედება - ახალი მოდელით უზრუნველყოფილი იქნება როგორც ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა, ასევე ტვირთების მაქსიმალურად ეფექტურად მოზიდვა
ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, ვესაუბროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველვყოთ ანაკლიის პორტის ამოქმედება - ახალი მოდელით უზრუნველყოფილი იქნება როგორც ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა, ასევე ტვირთების მაქსიმალურად ეფექტურად მოზიდვა

იმედი|imedinews.ge

მზად ვართ, ვესაუბროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველვყოთ ანაკლიის პორტის ამოქმედება - ახალი მოდელით უზრუნველყოფილი იქნება როგორც ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა, ასევე ტვირთების მაქსიმალურად ეფექტურად მოზიდვა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ოპტიმალური მოდელი, რომელიც შემოგვთავაზა ეკონომიკის სამინისტრომ და დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ.

„ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი არის ძალია ფართო. ეს ინტერესი გამოხატული აქვთ ჩვენი რეგიონის ქვეყნებს, სამხრეთ კავკასიის, შუა აზიის, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს. ევროპულ სუბიექტებს, ძირითადად კერძო კომპანიებია ამ შემთხვევაში, ვინც ინტერესს გამოხატავს. არის ძალიან ფართო ინტერესი. ჩვენ მზად ვართ, ვესაუბროთ, ყველა დაინტერესებულ მხარეს, იმისათვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველვყოთ ამ პორტის ამოქმედება. პორტის ფუნქციონირებისთვის მთავარია ტვირთების მოზიდვა. ვინც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, მასთან დავამყარებთ შესაბამის ურთიერთობებს.

მიხარია, რომ განახლებული ენერგიით დაიწყო მუშაობა ანაკლიის პორტის განვითარებაზე. ძალიან სწრაფი ტემპით განახლდა მუშაობა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ჩვენ გვქონდა გარკვეული პაუზა, რაც დაკავშირებული იყო ხელშეკრულებების გადახედვასთან. 200 მილიონის ღირებულების იყო ხელშეკრულება და 50 მილიონი დოლარით შემცირდა იმ მოლაპარაკებების საფუძველზე, რომელიც აწარმოა ეკონომიკის მინისტრმა და ეკონომიკის სამინისტრომ, შესაბამის კომპანიასთან. იყო სივრცე ხარჯების შემცირებისთვის და ჩვენს მაქსიმალურად დავზოგეთ საბიუჯეტო თანხები. რაც შეეხება ახალ მოდელს, ახალი მოდელი არის ოპტიმალური, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული ინტერესების დაცვა, პორტი იქნება მთლიანად ქართული და ასევე, ეს მოდელი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მრავალი სუბიექტი ჩავრთოთ, მის ფუნქციონირებაში. შესაბამისი დაინტერესებული მხარეები, სახელმწიფოები და კომპანიები. შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება როგორც ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა, ასევე ტვირთების მაქსიმალურად ეფექტურად მოზიდვა. ეს არის ოპტიმალური მოდელი, რომელიც შემოგვთავაზა ეკონომიკის სამინისტრომ და დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ “, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

იმედი

POLITICO: რუსეთი შავ ზღვაზე უკრაინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საექსპორტო დერეფანს კეტავს

POLITICO: რუსეთი შავ ზღვაზე უკრაინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საექსპორტო დერეფანს კეტავს

იმედი

მე-2 ქვეითმა ბრიგადამ 34 წლის იუბილე აღნიშნა

მე-2 ქვეითმა ბრიგადამ 34 წლის იუბილე აღნიშნა

იმედი

The Guardian: ევროკავშირმა Google კონკურენციის წესების დარღვევისთვის 890 მილიონი ევროთი დააჯარიმა

The Guardian: ევროკავშირმა Google კონკურენციის წესების დარღვევისთვის 890 მილიონი ევროთი დააჯარიმა

იმედი