მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: სამეგრელოში მოვინახულეთ რამდენიმე ობიექტი - აგრარული საწარმო და ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა სენაკში, ასევე გავეცანით ზუგდიდში მიმდინარე სამუშაოებს, დაახლოებით 1 წელიწადში 1 700 დევნილი ოჯახი მიიღებს გარემონტებულ ბინებს
ირაკლი კობახიძე: სამეგრელოში მოვინახულეთ რამდენიმე ობიექტი - აგრარული საწარმო და ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა სენაკში, ასევე გავეცანით ზუგდიდში მიმდინარე სამუშაოებს, დაახლოებით 1 წელიწადში 1 700 დევნილი ოჯახი მიიღებს გარემონტებულ ბინებს

იმედი|imedinews.ge

დღეს, მოვინახულეთ სამეგრელოში რამდენიმე ობიექტი, პირველი იყო აგრარული საწარმო სენაკში, სადაც იწარმოება ქართული ნატურალური რძის პროდუქტები, სახელმწიფო მაქსიმალურად მხარს დაუჭერს ასეთ საწარმოებს, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ზუგდიდში უკვე აშენდა 1 700 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსები და დაახლოებით 1 წელში ეს ოჯახები გარემონტებულ ბინებს მიიღებენ.

„დღეს, მოვინახულეთ სამეგრელოში რამდენიმე ობიექტი, პირველი იყო აგრარული საწარმო სენაკში. ეს არის ძალიან საინტერესო საწარმო, სადაც იწარმოება ქართული ნატურალური რძის პროდუქტები. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საწარმოს, ზოგადად ასეთი საწარმოების გაფართოება და სახელმწიფო მაქსიმალურად მხარს დაუჭერს, ბუნებრივია, ასეთ საწარმოებს.

ასევე, სენაკში მოვინახულეთ ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა და ზუგდიდში დავათვალიერეთ მიმდინარე სამუშაოები. დაახლოებით, 1.5 წლის წინ, აქ ჩავაგდეთ კაფსულა, დაიწყო დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და ხედავთ, რომ 1 700 დევნილი ოჯახისთვის უკვე აშენებულია კორპუსები. დარჩენილია, ბუნებრივია, შესაბამის სამუშაოები და დაახლოებით 1 წელიწადში ამ კორპუსებში 1 700 დევნილი ოჯახი მიიღებს გარემონტებულ ბინებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი და ესეც არის სახელმწიფოს ზრუნვის გამოხატულება ჩვენი მოქალაქეების მიმართ, განსაკუთრებით, ჩვენი დევნილი თანამოქალაქეების მიმართ“, - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →ობიექტებზე →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ