მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის მხოლოდ ხუთ წლის განმავლობაში გაიზარდა 8,6 მილიარდი დოლარით, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ევროკავშირი სესხს სესხზე აძლევს მოლდოვას
ირაკლი კობახიძე: სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის მხოლოდ ხუთ წლის განმავლობაში გაიზარდა 8,6 მილიარდი დოლარით, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ევროკავშირი სესხს სესხზე აძლევს მოლდოვას

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მილიარდი დოლარი და შარშან გახდა 38,1 მილიარდი დოლარი. მოლდოვაში 11,5 მილიარდი დოლარი იყო ეკონომიკა და ხუთ წელში 20,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის მხოლოდ ხუთ წლის განმავლობაში გაიზარდა 8,6 მილიარდი დოლარით და ბიუჯეტებს შორის სხვაობა გაიზარდა 3,5 მილიარდ დოლარზე მეტით. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ევროკავშირი სესხს სესხზე აძლევს მოლდოვას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე დებატებში. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკაც არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ევროკავშირისთვის, როდესაც ის იღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე. „ძალიან მარტივი ლოგიკა აქვს ამას. ევროკავშირსაც არ უნდა, რომ ზედმეტ ტვირთად დააწვეს კონკრეტული ქვეყანა. დღევანდელი მოცემულობით, ამაზე საუბრობენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. არაერთ ლიდერს პირადად ჩემთან უსაუბრია ამასთან დაკავშირებით. დღეს თეორიულად რომ გახდეს უკრაინა ევროკავშირის წევრი, აღმოსავლეთ ევროპის ყველა იმ ქვეყანას, რომელიც დღეს არის დოტაციაზე, ევროკავშირისგან იღებს დახმარებას, ყველას უნულდება არსებული ფორმულით დახმარება. უკრაინა რომ გახდეს ხვალ ევროკავშირის წევრი, ისინი აცხადებენ, რომ ყველას გაუნულდება დახმარება, ყველაფერი წავა უკრაინაში და მაგალითად, ჩეხეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, პოლონეთს და ა.შ. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს გაუნულდებათ ის ფინანსური მხარდაჭერა, რასაც იღებენ ევროკავშირის საერთო ფონდიდან. ასეთ ვითარებაში ეკონომიკას ენიჭება განმსაზღვრელი მნიშვნელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხითაც მოწინავეა. „საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს, 5 წლის წინ იყო 16 მილიარდი დოლარი და გახდა შარშან 38,1 მილიარდი დოლარი ანუ გაიზარდა 22,1 მილიარდით ანუ გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. მოლდოვას რაც შეეხება 11,5 მილიარდი დოლარი იყო და გაიიარდა 20,1 მილიარდ დოლარამდე ანუ 8,6 მილიარდი დოლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა საქართველოს და მოდლოვის ეკონომიკებს შორის მხოლოდ 5 წლის განმავლობაში გაიზარდა 8,6 მილიარდი დოლარით. ბიუჯეტებს შორის სხვაობა გაიზარდა 3,5 მილიარდ დოლარზე მეტით. 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი ბიუჯეტი აქვს დღეს საქართველოს, ვიდრე მოლდოვას. ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ ევროკავშირი სესხს სესხზე აძლევს მოლდოვას. დატვირთეს სესხებით, კრედიტებით, რომლებიც მერე უნდა გაისტუმროს მოლდოვამ და ამ სესხების ფონზე არის ამხელა სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან 13,5 მილიარდი დოლარით მხოლოდ 5 წლის განმავლობაში. აქაც ხედავთ, რომ საქართველო ობიექტურად ეკონომიკური კუთხით არის ბევრად უფრო სასურველი პარტნიორი ევროკავშირისთვის, ვიდრე მოლდოვა ან უკრაინა. უკრაინაზე საუბარი ზედმეტია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის რეალური ეკონომიკა 21 პროცენტით შემცირდა.

„ვინც იცის ეკონომიკა, ეს არის სრული კატასტროფა. ეს არის ეკონომიკური კატასტროფა, დაახლოებით ის, რაც საქართველოში მოხდა 90-იან წლებში. გასაგებია, ომია, მთელი ინფრასტრუქტურა განადგურდა, ელექტროენერგიის გენერაციის ნახევარზე მეტი დაკარგა უკრაინამ ამ ომის შედეგად წლების განმავლობაში. ეს არის არსებითი ევროკავშირისთვის როდესაც საუბარია ქვეყნის გაწევრიანებაზე. უკრაინა ხვალ რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, თავად ამ ქვეყნების ლიდერები გვეუბნებიან, რომ განულდება მათი ფინანსური მხარდაჭერა, რასაც წლების განმავლობაში იღებდნენ ევროკავშირის მხრიდან. მოლდოვაში არ იყო, თუმცა მოლდოვის რეალური ეკონომიკა იგივე წლების განმავლობაში შემცირდა ერთი პროცენტით. კატასტროფაა ანუ საუბარია 4-წლიან პერსპექტივაზე. 4 წელიწადში ჯამურად მოლდოვაში შემცირდა 1 პროცენტით. იგივე დროს საქართველოს რეალური ეკონომიკა გაიზარდა 41,1 პროცენტით. ხედავთ რამდენად უფრო სასურველი პარტნიორი გახდა გახდა ეკონომიკური კუთხით საქართველო ევროკავშირისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ ობიექტურ შეფასებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →ევროკავშირის →განმავლობაში →

მსგავსი სტატიები

Deutsche Welle: მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში 30 დღის ვადით მზადყოფნის მაღალი რეჟიმი დააწესა - პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს ენერგორესურსების მაქსიმალური ეკონომიისკენ მოუწოდა

არჩილ ბერიძე: რეგიონების განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ ვინმეს შეიძლებოდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, სწორედ მამუკა მდინარაძეა, გამორჩეული უნარებით, დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით. რეგიონული განვითარება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ნაურუს მთავრობის განცხადება: ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ უკან იხმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას - შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

იმედი