მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: უნივერსიტეტისგან ღირებულებების გამოშიგვნა იყო წინა ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი, ზუსტად ამიტომ დავიწყეთ განათლების რეფორმა - გარდა იმისა, რომ ხარისხი უნდა ამაღლდეს, ღირებულებებიც უნდა დამკვიდრდეს საუნივერსიტეტო სისტემაში და თვისებრივად გარდაიქმნას, ბატონი ბიძინა ივანიშვილის რჩევები იყო ძალიან ღირებული, მათ შორის, განათლების კონცეფციის საბოლოო ვერსიის დამუშავებაში
ირაკლი კობახიძე: უნივერსიტეტისგან ღირებულებების გამოშიგვნა იყო წინა ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი, ზუსტად ამიტომ დავიწყეთ განათლების რეფორმა - გარდა იმისა, რომ ხარისხი უნდა ამაღლდეს, ღირებულებებიც უნდა დამკვიდრდეს საუნივერსიტეტო სისტემაში და თვისებრივად გარდაიქმნას, ბატონი ბიძინა ივანიშვილის რჩევები იყო ძალიან ღირებული, მათ შორის, განათლების კონცეფციის საბოლოო ვერსიის დამუშავებაში

ირაკლი კობახიძე: უნივერსიტეტისგან ღირებულებების გამოშიგვნა იყო წინა ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი, ზუსტად ამიტომ დავიწყეთ განათლების რეფორმა - გარდა იმისა, რომ ხარისხი უნდა ამაღლდეს, ღირებულებებიც უნდა დამკვიდრდეს საუნივერსიტეტო სისტემაში და თვისებრივად გარდაიქმნას, ბატონი ბიძინა ივანიშვილის რჩევები იყო ძალიან ღირებული, მათ შორის, განათლების კონცეფციის საბოლოო ვერსიის დამუშავებაში

იმედი|imedinews.ge

საუნივერსიტეტო სისტემა, თავის დროზე, მართლა გამოშიგნეს ღირებულებებისგან, უნივერსიტეტმა ტექნიკურად არ უნდა აღზარდოს მარტო ფიზიკოსი, ან იურისტი, ეკონომისტი ან ინჟინერი, ამასთან ერთად ღირებულებებიც უნდა გადასცეს, წინა ხელისუფლების დროს, ამას აკეთებდნენ მიზანმიმართულად, ცნობილი ლომაიას რეფორმები და ა.შ. დაბრენდილიც იყო ეს ყველაფერი, უნივერსიტეტისგან ღირებულებების გამოშიგნვა იყო წინა ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.

მისივე თქმით, განათლების რეფორმა ემსახურება როგორც ხარისხის ამაღლებას, ასევე ღირებულებების დამკვიდრებას საუნივერსიტეტო სისტემაში.

„ზუსტად ამიტომ დავიწყეთ განათლების რეფორმა, რომელიც ზუსტად ამას ემსახურება - გარდა იმისა, რომ ხარისხი უნდა ამაღლდეს, ღირებულებებიც უნდა დამკვიდრდეს საუნივერსიტეტო სისტემაში და თვისებრივად უნდა გარდაიქმნას. ამას ემსახურება მთლიანობაში საუნივერსიტეტო რეფორმა. რაც შეეხება საუნივერსიტეტო რეფორმას და თუ გაინტერესებთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი ამ რეფორმის შედგენაში, ადამიანი არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, შესაბამისად, როდესაც ჩვენ შევადგინეთ განათლების რეფორმის კონცეფცია, საბოლოო განხილვის დროს, ბუნებრივია, იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩართული, როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე და როგორც პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი. მისი რჩევები იყო ძალიან ღირებული, მათ შორის, განათლების კონცეფციის საბოლოო ვერსიის დამუშავებაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2024 წლის არჩევნებზე ზუსტად ამ მოცემულობით წარსდგა მმართველი პარტია საზოგადოების წინაშე - მათ იცოდნენ, ვინ იყო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ვინ იყვნენ დეპუტატობის კანდიდატები და ვინ იყო პარტიის საპატიო თავმჯდომარე და სწორედ ამ მოცემულობას გამოუცხადა ნდობა ქართველმა ხალხმა, შესაბამისად, არაფორმალურ ჩარევაზე საუბარი ზედმეტია.

„შეგახსენებთ, რომ როცა არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი, ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი და ეს მოცემულობა გვქონდა ჩვენ 2024 წლის არჩევნებზეც. როცა საზოგადოების წინაშე წარსვდექით და ვთხოვეთ მანდატის გაგრძელება, ამ მოცემულობით წარვსდექით და მაშინ ქართულმა საზოგადოებამ იცოდა როგორც პარტიული კონფიგურაცია, ისე სამთავრობო. იცოდა, ვინ იყო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ვინ იყვნენ დეპუტატობის კანდიდატები და ვინ იყო პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ზუსტად ამ მოცემულობას გამოუცხადა მაშინ ნდობა ქართველმა ხალხმა. შესაბამისად, აქ საუბარი არაფორმალურ ჩარევაზე და ა.შ. ზედმეტია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი