მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მისცა პირდაპირი ფრენების დამატებას და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოსა და ჩინეთს შორის, 2024 წელს საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 83%-ით, 2025 წელს 44%-ით, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 49%-ით გაიზარდა
ირაკლი კობახიძე: უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მისცა პირდაპირი ფრენების დამატებას და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოსა და ჩინეთს შორის, 2024 წელს საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 83%-ით, 2025 წელს 44%-ით, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 49%-ით გაიზარდა

იმედი|imedinews.ge

სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 2023-2024 წლებში ამოქმედდა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეებისთვის. უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მისცა პირდაპირი ფრენების დამატებას და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოსა და ჩინეთს შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2024 წელს საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 83%-ით, 2025 წელს 44%-ით, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 49%-ით გაიზარდა.

„დღეს საქართველოს ბაზარზე უკვე 3 ჩინური ავიაკომპანია ოპერირებს. შარშან ავიაკომპანია Air China-მ პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულება დაამატა, ივლისიდან ავიაკომპანია China Southern ამატებს ანალოგიურ რეისს, ხოლო 15 ივლისიდან ავიაკომპანია China Eastern იწყებს პირდაპირ ფრენებს შანხაი-თბილისის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ წელს აზიის ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB China შანხაიში საქართველოს ეროვნულ სტენდთან გაიხსნა, რაც საქართველოს მიმართ ჩინური მხარის განსაკუთრებულ ყურადღებაზე მეტყველებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაღრმავდა პარტნიორობა საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის.

„მზადდება მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერას ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს შორის, ერთობლივი ახალგაზრდული პროგრამების დანერგვას, საქართველოში ჩინური ენის სწავლების გაფართოებას და ა.შ. ეს არის იმ შედეგების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებამ მოუტანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →ჩინეთის →

მსგავსი სტატიები

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი