მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ის ბაზებზე განხორციელებული იერიშების დროს სამიზნეების 70% დააზიანეს
ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ის ბაზებზე განხორციელებული იერიშების დროს სამიზნეების 70% დააზიანეს

ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ის ბაზებზე განხორციელებული იერიშების დროს სამიზნეების 70% დააზიანეს

იმედი|imedinews.ge

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ ღამით განხორციელებული სარაკეტო და დრონებით შეტევის შედეგად, რეგიონში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების სამიზნეების დაახლოებით 70% დაზიანდა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მონაცემები მოპოვებულია „სატელიტური გამოსახულებებისა და საველე წყაროების მიერ ირანის საგარეო დაზვერვისთვის მიწოდებული ინფორმაციის“ საფუძველზე.

როგორც ირანული მედია იუწყება, შორი მოქმედების ბალისტიკურმა რაკეტებმა და უპილოტო საფრენმა აპარატებმა აშშ-ის სამხედრო ბაზების საჰაერო თავდაცვის სისტემების გარღვევა შეძლეს და წინასწარ შერჩეულ სამიზნეებს დაარტყეს იორდანიის ქალაქ აზრაქში, ქუვეითში მდებარე ალი ალ-სალემის ავიაბაზაზე და ბაჰრეინში განთავსებულ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის ბაზაზე.

ამასთან, სააგენტო Reuters-ი, რომელიც აშშ-ის თავდაპირველ შეფასებებს ეყრდნობა, იუწყება, რომ ირანის მიერ რეგიონში მდებარე ამერიკული სამხედრო ობიექტების მიმართულებით გაშვებული თითქმის ყველა რაკეტა და დრონი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთოBM.GE
  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი