მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის მთავრობას „ტვიტერის დიპლომატიის“ გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ კიევს არ წარმოუდგენია მტკიცებულება რუსეთიდან მომავალი მარცვლეულის მოპარვის შესახებ
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის მთავრობას „ტვიტერის დიპლომატიის“ გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ კიევს არ წარმოუდგენია მტკიცებულება რუსეთიდან მომავალი მარცვლეულის მოპარვის შესახებ

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის მთავრობას „ტვიტერის დიპლომატიის“ გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ კიევს არ წარმოუდგენია მტკიცებულება რუსეთიდან მომავალი მარცვლეულის მოპარვის შესახებ

იმედი|imedinews.ge

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი უარყოფს უკრაინის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ისრაელი თავის პორტებში მოპარული მარცვლეულის შეტანის უფლებას იძლევა.

ის კიევს „ტვიტერის დიპლომატიის“ წარმოებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები იმისა, რომ რუსული ტვირთი, რომელიც ისრაელში შესვლას ელოდება, ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან იყო მოპარული.

„აშკარაა, რომ ჩვენ უარვყოფთ ამგვარ „ტვიტერის“ დიპლომატიას“, - განაცხადა საარმა პრესკონფერენციაზე.

ეს იყო პასუხი იმ ბრალდებებზე, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს დილით სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.

საარი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ისრაელის საგადასახადო ორგანოს ესაუბრა, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ამ ეტაპზე „გემი პორტში არ შესულა და მას ჯერ არ წარუდგენია დოკუმენტაცია“.

მისივე თქმით, ამ დროისთვის შეუძლებელია იმ მტკიცებების გადამოწმება, რომელთა თანახმადაც გადაზიდვის საბუთები გაყალბებულია.

„ამ მომენტამდე უკრაინის მთავრობას სამართლებრივი დახმარების თხოვნით არ მოუმართავს. მათ მხოლოდ პოსტები გამოაქვეყნეს ტვიტერზე“, - აცხადებს ის. „უკრაინის მთავრობას არც თავისი ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოუდგენია“.

ისრაელი, დასძენს იგი, „არის სახელმწიფო, რომელიც იცავს კანონის უზენაესობას“ და ნებისმიერი სამართლებრივი ქმედება უნდა ეფუძნებოდეს სათანადო არხებით წარმოდგენილ დასაბუთებულ მტკიცებულებებს.

„კვლავ ვეუბნებით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს: თუ გაქვთ ქურდობის რაიმე მტკიცებულება, წარმოადგინეთ იგი შესაბამისი არხების მეშვეობით“, - აცხადებს საარი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ისრაელზე საზოგადოებრივი ზეწოლა „გავლენას ვერ მოახდენს“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →მთავრობის →რუსეთის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ