მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კაია კალასი კიევის დაბომბვის საპასუხოდ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის
კაია კალასი კიევის დაბომბვის საპასუხოდ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის

კაია კალასი კიევის დაბომბვის საპასუხოდ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი რუსეთის მიერ კიევზე მიტანილ იერიშებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმები, მხოლოდ დაგმობით არ შეწყდება. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, იერიშების საპასუხოდ იგი დღეს ახალ სანქციებს წარადგენს იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსს უჭერენ მხარს.

კალასი განმარტავს, რომ რაც მეტ თავდასხმას მოაწყობს მოსკოვი მშვიდობიან მოქალაქეებზე, მით მეტი სანქცია დაუწესდება.

„კიევზე თავდასხმებს მხოლოდ სიტყვიერი დაგმობა ვერ შეაჩერებს. ამისთვის საჭიროა უკრაინის მიმართ მდგრადი სამხედრო მხარდაჭერა და მოსკოვზე გაზრდილი ზეწოლა. ამ კვირაში ევროკავშირმა დაიწყო 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხიდან 6 მილიარდი ევროს გამოყოფა, რომელიც კიევის თავდაცვით შესაძლებლობებს აძლიერებს. დღეს მე ვაპირებ წინადადების წარდგენას სანქციების გაფართოების შესახებ იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს უჭერენ მხარს. რაც უფრო მეტად ესხმის თავს მოსკოვი მშვიდობიან მოსახლეობას, მით უფრო მეტი სანქცია უნდა დაწესდეს. ჩვენ გავზრდით ფასს მანამ, სანამ რუსეთი არ მიხვდება, რომ ვერ გაიმარჯვებს“, - დაწერა კალასმა.

Words of condemnation alone will not stop attacks on Kyiv. Only sustained military support for Ukraine and increased pressure on Moscow can do that. This week, the EU has started disbursing €6 billion under the €90 billion support loan to strengthen Kyiv’s defences. Today, I… — Kaja Kallas (@kajakallas) July 2, 2026
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კიევში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • დონალდ ტრამპი, ჯარედ კუშნერს და სტივ უიტკოფს თეთრ სახლში ელოდება - მომლაპარაკებლები შტატების პრეზიდენტს მოსკოვში და კიევში გამართული შეხვედრების შედეგებს გააცნობენრუსთავი 2
  • ამერიკელი დელეგატები კრემლში შეხვედრის შემდეგ კიევში მოლაპარაკებებს მართავენფორმულა
  • სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერიმა კიევი დატოვესტვ პირველი
  • რა განცხადებები გაკეთდა კიევში ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ?BM.GE
კიევში →

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა