მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კაია კალასი: მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ამიტომ ევროკავშირი ამისთვის ემზადება
კაია კალასი: მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ამიტომ ევროკავშირი ამისთვის ემზადება

კაია კალასი: მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ამიტომ ევროკავშირი ამისთვის ემზადება

იმედი|imedinews.ge

მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ვინაიდან რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ განახორციელებს ავიაიერიშებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ევროკავშირი უკვე ემზადება უკრაინისთვის დახმარების გასაწევად. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად, განიხილეს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინის ენერგეტიკული მდგრადობის გაძლიერების საკითხები.

„მომავალ ზამთარს რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ დაარტყამს უკრაინის ენერგოსისტემას. ამიტომ ჩვენ ვემზადებით. უკრაინას ესაჭიროება გენერატორები, სათადარიგო ნაწილები და დაფინანსება სარემონტო სამუშაოებისთვის. საჰაერო თავდაცვა ასევე რჩება პრიორიტეტად და მე მოვუწოდე იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ მარაგები, გადასცენ ისინი უკრაინას“, - აღნიშნა კალასმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 275 სტატია.

  • უკრაინის დაზვერვა: კრემლი 2026-2027 წლებში 600 000 ჯარისკაცის მობილიზებას აპირებსფორმულა
  • უკრაინის იერიშების გამო, რუსეთში Lukoil-ის ყველა მსხვილი ნავთობქარხანა გაჩერდაBM.GE
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: რუსეთის მხრიდან უკრაინულ საწარმოებზე განხორციელებული უპრეცედენტო შეტევების ფონზე უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.5%-მდე შეამცირა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს

იმედი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს

ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია

ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია

იმედი