მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე მარკო რუბიოს განცხადებაზე: ამერიკის ადმინისტრაციას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით აქვს შესაძლებლობა, რომ გამოასწოროს ის არასწორი გადაწყვეტილებები, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს წინააღმდეგ მიიღო
კახა კალაძე მარკო რუბიოს განცხადებაზე: ამერიკის ადმინისტრაციას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით აქვს შესაძლებლობა, რომ გამოასწოროს ის არასწორი გადაწყვეტილებები, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს წინააღმდეგ მიიღო

იმედი|imedinews.ge

მზად ვართ ამერიკასთან განახლებული ურთიერთობების, ოღონდ პრინციპულად მნიშვნელოვანია, ის სამართლიანობას ეფუძნებოდეს, - ასე გამოეხმაურა კახა კალაძე მედიასთან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებას, რომელიც შეეხებოდა საქართველოს და ამერიკის ურთიერთობებს.

თბილისის მერმა განმარტა, რომ მმართველი გუნდის პოზიცია აღნიშნულ საკითხზე ღიაა - მიესალმებიან ამერიკასთან ახალი ფურცლიდან სამართლიანი ურთიერთობების დაწყებას.

„როდესაც დელეგაცია იმყოფებოდა საქართველოში პრემიერ-მინისტრმა ღიად ისაუბრა ჩვენი გუნდის პოზიციაზე. ეს დასამალი არ არის. მზად ვართ, ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, შესაბამისი გზამკვლევით, ოღონდ ეს სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს. ახლანდელ ადმინისტრაციას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით აქვს შესაძლებლობა, რომ გამოასწოროს ის არასწორი გადაწყვეტილებები, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს წინააღმდეგ მიიღო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება სამომავლოდაც გაატარებს ხალხის ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას, რაც, ასევე, უზრუნველყოფს ქვეყნის მშვიდობას.

„მსოფლიოში დაძაბული სიტუაციაა. ჩვენი სურვილიცაა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი, კონფლიქტები. ეს გამოწვევა მსოფლიო ეკონომიკაზეც ახდენს გავლენას. ჩვენ მუდამ ხელს შევუწყობთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას. ყოველთვის იმ პოლიტიკას გავატარებთ, სადაც საქართველოს და ხალხის ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკიBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

იმედი

პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი