მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კალასის განცხადებით, მაისის ბოლოს ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებების საკითხსა და რუსეთისადმი წასაყენებელ მოთხოვნებს განიხილავს
კალასის განცხადებით, მაისის ბოლოს ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებების საკითხსა და რუსეთისადმი წასაყენებელ მოთხოვნებს განიხილავს

კალასის განცხადებით, მაისის ბოლოს ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებების საკითხსა და რუსეთისადმი წასაყენებელ მოთხოვნებს განიხილავს

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ 27-28 მაისს კვიპროსზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე, რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებისა და იმ მოთხოვნების განხილვა იგეგმება, რომლებიც ევროკავშირმა მოსკოვს უნდა წაუყენოს.

„რუსეთთან დაკავშირებით უნდა განვიხილოთ, თუ რაზე გვსურს მათთან საუბარი. სწორედ ამიტომ, გვიახლოვდება შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სადაც განვიხილავთ ჩემ მიერ წარდგენილ წინადადებებს არსებული საკითხების გადასაჭრელად“, - განაცხადა კალასმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ევროპული უსაფრთხოების საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი მუდმივად ესხმის თავს მეზობლებს და ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ შევაჩეროთ ეს“.

„ამისათვის ჩვენ გვჭირდება დათმობები რუსეთის მხრიდანაც“, - განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა.

ამავდროულად, მან უარყო გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის კანდიდატურა ევროკავშირიდან რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოების საკითხში.

ოფიციალური ბერლინი ასევე არ იღებს პუტინის წინადადებას შრედერის ევროკავშირის მომლაპარაკებლად დანიშვნის შესახებ და ამაში ევროპასა და გერმანელ პოლიტიკოსებს შორის განხეთქილების შეტანის მცდელობას ხედავს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 188 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი