მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კაროლ ნავროცკიმ, შესაძლოა, ზელენსკის პოლონეთის უმაღლესი ჯილდო ჩამოართვას, რადგან მან ერთ-ერთ უკრაინულ ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი მიანიჭა
კაროლ ნავროცკიმ, შესაძლოა, ზელენსკის პოლონეთის უმაღლესი ჯილდო ჩამოართვას, რადგან მან ერთ-ერთ უკრაინულ ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი მიანიჭა

კაროლ ნავროცკიმ, შესაძლოა, ზელენსკის პოლონეთის უმაღლესი ჯილდო ჩამოართვას, რადგან მან ერთ-ერთ უკრაინულ ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი მიანიჭა

იმედი|imedinews.ge

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ მან, შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთის უმაღლესი ჯილდო, თეთრი არწივის ორდენი, ჩამოართვას.

ნავროცკის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ რამდენიმე დღის წინ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი მიანიჭა. პოლონური მხარე მიიჩნევს, რომ „უკრაინის მეამბოხე არმია“ ვოლინის ტრაგედიასთან არის დაკავშირებული.

„8 ივნისს თეთრი არწივის ორდენის კაპიტულის სხდომა გაიმართება. გამოვედი წინადადებით, დღის წესრიგში უკრაინის პრეზიდენტისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის გადაცემული ჯილდოს ჩამორთმევის საკითხი შევიტანოთ“, - განაცხადა ნავროცკიმ.

როგორც პოლონეთის ლიდერმა აღნიშნა, უკრაინის ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხეთა არმიის გმირების“ სახელის მინიჭებით, ზელენსკიმ „რუსულ პროპაგანდას შესანიშნავი მასალა მისცა“.

„ძალიან კრიტიკულად ვაფასებ აღნიშნულ გადაწყვეტილებას“, - თქვა ნავროცკიმ.

ზელენსკის თეთრი არწივის ორდენი ნავროცკის წინამორბედმა ანდჟეი დუდამ 2023 წლის 5 აპრილს გადასცა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ