მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი: აუცილებელია, რომ აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოდიში მოუხადოთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას იმ შეურაცხყოფისთვის, ზიზღისთვის, აგრესიისთვის, ბულინგისთვის, რუსული იარლიყის მიწებებისთვის, რაც კამპანია „რუსული კანონის“ ფარგლებში მათ აკადრეთ
ლევან მაჭავარიანი: აუცილებელია, რომ აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოდიში მოუხადოთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას იმ შეურაცხყოფისთვის, ზიზღისთვის, აგრესიისთვის, ბულინგისთვის, რუსული იარლიყის მიწებებისთვის, რაც კამპანია „რუსული კანონის“ ფარგლებში მათ აკადრეთ

ლევან მაჭავარიანი: აუცილებელია, რომ აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოდიში მოუხადოთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას იმ შეურაცხყოფისთვის, ზიზღისთვის, აგრესიისთვის, ბულინგისთვის, რუსული იარლიყის მიწებებისთვის, რაც კამპანია „რუსული კანონის“ ფარგლებში მათ აკადრეთ

იმედი|imedinews.ge

აუცილებელია, რომ აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და თქვენმა ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოდიში მოუხადოთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას იმ შეურაცხყოფისთვის, ზიზღისთვის, აგრესიისთვის, ბულინგისთვის, რუსული იარლიყის მიწებებისთვის, რაც კამპანია „რუსული კანონის“ ფარგლებში მათ აკადრეთ. ბოდიშის შემდეგ კი აუცილებელია, რომ საბოლოოდ ჩამოშორდეთ ქართულ პოლიტიკას, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

„როდესაც ვსაუბრობთ პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიტყვების კონკრეტულ ნაბიჯებად თარგმნა.

აგენტურული ოპოზიციისგან, მათთან აფილირებული მდიდარი NGO-ებისგან და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტებისგან ხშირად გვინახავს თავდასხმა საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე, რასაც, თავისთავად, კიდევ უფრო გაუზრდია პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. ამ აქტორების მხრიდან ძალიან ბევრჯერ ჰქონია ადგილი გარე მითითებით ტყუილებზე დაფუძნებული ნარატივის გავრცელებას და ისეთი აღქმების შექმნის მცდელობას, თითქოს თეთრი შავია, რაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ მიუღია, რის გამოც დამუნათების, ზიზღის, ბულინგისა და შეურაცხყოფის კარგად ორგანიზებული კამპანიის მსხვერპლი მყისიერად გამხდარა.

ამის თვალსაჩინო მაგალითია გამჭვირვალობის ქართული კანონი. მხოლოდ იმისათვის, რომ ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის, ბაია პატარაიასა და კოლექტიური „სოროსისტების“ დაფინანსების წყაროები არ გამხდარიყო საჯარო, კელი დეგნანის თაოსნობით, აგენტურული ოპოზიციის უკლებლივ ყველა პარტიამ და მათმა ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა „აფერისტული“ კამპანია სახელწოდებით „რუსული კანონი“ მოზღვავებული ენერგიით, დაუნდობელი აგრესიითა და უკიდურესი ზიზღით აწარმოეს.

ამ აღვირახსნილმა კამპანიამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მართლაც შეიყვანა შეცდომაში, ხოლო ვინც ვერ მოატყუეს და „ბედავდა“ კითხვის დასმას, თუ რატომ იყო NGO-ების ფინანსების გასაჯაროება რუსული, პასუხად „იმიტომ“ და, ამ „იმიტომთან“ ერთად, უამრავ შეურაცხყოფას იღებდა. ყველაზე უფრო ფაშისტური მეთოდებით უკრძალავდნენ მოქალაქეებს კანონის წაკითხვას და ამ კანონის შინაარსში შესვლას.

ძალიან ბევრი ადამიანი აქციაზე მხოლოდ „სელფის“ გადასაღებად გადიოდა, რომ რუსთაველიდან ფოტოს დადებით თავიდან „რუსეთუმეს“ იარლიყის მიწებება, დამცირება და შეურაცხყოფა აერიდებინა. დარწმუნებული ვარ, ამ პოსტის წაკითხვისას ბევრს გაგახსენდებათ საკუთარ თავზე გამოცდილი ეს ფსიქოლოგიური ტერორი.

აგენტურული ოპოზიცია, მდიდარი NGO-ები და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტები უამრავ ტყუილსა და აღქმას ავრცელებდნენ სოციალური ქსელების მეშვეობით. „შავი ფულის“ გარეშე რომ არ დარჩენილიყვნენ, ყველა მეთოდით ცდილობდნენ საზოგადოების „დაშანტაჟებას“.

სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად გავრცელებულ რამდენიმე ქარდს შევეხები, რომ ამ კამპანიის აბსურდულობის მასშტაბი გაგახსენოთ. კანონის მიღების შემთხვევაში:

• გავიღვიძებდით “ჩელიაბინსკში”. • ავკრძალავდით ოპოზიციურ მედიასაშუალებებს. • ავკრძალავდით NGO ორგანიზაციებს. • ემიგრაციაში მყოფი ქართველები ოჯახებს ფულს ვეღარ გადმოურიცხავდნენ. • სტუდენტები დაფინანსებით ვეღარ ისარგებლებდნენ. • ფერმერებს აეკრძალებოდათ გრანტების მიღება. • როგორ შეიძლებოდა ეჭვქვეშ დაგვეყენებინა USAID-ისა და NED-ის დაფინანსება?! გავიდა 2 წელი: • არ გაგვღვიძებია “ჩელიაბინსკში”. • არ აკრძალულა ოპოზიციური მედიასაშუალებები. • არ აკრძალულა NGO ორგანიზაციები. • ემიგრანტებს არ შექმნიათ გადმორიცხვის პრობლემა. • სტუდენტებს არ შექმნიათ დაფინანსებით უცხოეთში სწავლის პრობლემა. • ფერმერები იღებენ გრანტებს და აგრძელებენ მიწაზე მუშაობას.

• ხოლო რაც შეეხება USAID-სა და NED-ს, აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ ორივე ეს ორგანიზაცია კრიმინალებად გამოაცხადა, ფაქტებით დაადასტურა, რომ ისინი არაჯანსაღ პროცესებს, ქაოსსა და რევოლუციებს არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში აფინანსებდნენ და დახურა ორივე ორგანიზაცია. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ 2 წელში არ დადასტურდა, რომ თეთრი შავია.

სამაგიეროდ, დადასტურდა ის, რომ აგენტურული ოპოზიციური პარტიები და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტები მზად არიან, გადაგიარონ, დაგამცირონ და ფსიქოლოგიურად გაგანადგურონ, თუ უარს იტყვით, რომ ბრმად, ფიქრისა და ანალიზის გარეშე, მათ მიერ შეთხზული ზღაპარი დაიჯეროთ.

ახლა, რითაც დავიწყე, იმას მივუბრუნდეთ. მხოლოდ საუბარი პოლარიზაციას არ შეამცირებს. კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო.

აუცილებელია, რომ აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და თქვენმა ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოდიში მოუხადოთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას იმ შეურაცხყოფისთვის, ზიზღისთვის, აგრესიისთვის, ბულინგისთვის, რუსული იარლიყის მიწებებისთვის, რაც კამპანია „რუსული კანონის“ ფარგლებში მათ აკადრეთ. ბოდიშის შემდეგ კი აუცილებელია, რომ საბოლოოდ ჩამოშორდეთ ქართულ პოლიტიკას!

ვთვლი, რომ ვალდებულები ვართ, საზოგადოებას გავახსენოთ ბოლო წლების მსგავსი ისტორიები, იმისათვის, რომ ფხიზლად ვიყოთ ქართველები და არასდროს აღარ მივცეთ საშუალება აგენტებსა და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალებს, რომ ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფონ ჩვენი მოქალაქეები“,- წერს მაჭავარიანი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 104 სტატია.

  • შავ ზღვაში თავს დაესხნენ გემს, რომელსაც რუსული ნავთობი გადაჰქონდა - BloombergBM.GE
  • “ოცნების“ მოქმედება და ტყუილები საქართველოს საფრთხეს უქმნის ღიად ჩათრეული იყოს რუსეთის ომში, რუსულ მხარეს - ხოშტარიატვ პირველი
  • უკრაინულმა მხარემ ნოვოროსიისკში დაზიანებული რუსული სამხედრო ხომალდები დაასახელაფორმულა
  • "სააკაშვილი მკაცრად გავაფრთხილეთ, არ აჰყოლოდა რუსულ პროვოკაციებს" - ცოტნე ანანიძე აგვისტოს ომზე კონდოლიზა რაისის, მეთიუ ბრაიზასა და ჯონ მაკ-კეინის განცხადებებს იხსენებს: ესეც ირაკლი კობახიძის ნარატივი იყო?!რუსთავი 2
რუსული →

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა მინისტრმა ქობულეთსა და ქედაში პოლიციის ახალი შენობები გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ქობულეთსა და ქედაში პოლიციის ახალი შენობები გახსნა

იმედი

მედია: ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ცოლების ჩხუბის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

მედია: ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ცოლების ჩხუბის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

იმედი

„სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო ვაზნების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

„სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო ვაზნების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

იმედი

არჩილ გორდულაძე ღარიბაშვილზე: თვითონვე უნდა გაიაზროს კარგად, რატომ არის თვითდაზიანების რეჟიმში, რატომ აკეთებს განცხადებებს და რატომ აგზავნის წერილებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს

არჩილ გორდულაძე ღარიბაშვილზე: თვითონვე უნდა გაიაზროს კარგად, რატომ არის თვითდაზიანების რეჟიმში, რატომ აკეთებს განცხადებებს და რატომ აგზავნის წერილებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს

იმედი