მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირმა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებისთვის ორი საბაბი მოიშველია, „გამჭვირვალობის ქართული კანონი“ და ანტი „ლგბტ პროპაგანდა კანონი“, მოითხოვეს მათი გაწვევა - რა თქმა უნდა, არც ერთს არ გავიწვევდით
ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირმა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებისთვის ორი საბაბი მოიშველია, „გამჭვირვალობის ქართული კანონი“ და ანტი „ლგბტ პროპაგანდა კანონი“, მოითხოვეს მათი გაწვევა - რა თქმა უნდა, არც ერთს არ გავიწვევდით

ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირმა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებისთვის ორი საბაბი მოიშველია, „გამჭვირვალობის ქართული კანონი“ და ანტი „ლგბტ პროპაგანდა კანონი“, მოითხოვეს მათი გაწვევა - რა თქმა უნდა, არც ერთს არ გავიწვევდით

იმედი|imedinews.ge

2024 წლის ივნისში ევროკავშირის მხრიდან მოხდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, თვეებით ადრე, ვიდრე ბატონი პრემიერი გააკეთებდა განცხადებას, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებისთვის ორი საბაბი მოიშველია, „გამჭვირვალობის ქართული კანონი“ და ანტი „ლგბტ პროპაგანდა კანონი“ და მათი გაწვევა მოითხოვა.

„რა თქმა უნდა, არც ერთს არ გავიწვევდით, რადგან ერთი იცავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს - დამტკიცდა, USAID-ი და NED-ი როგორ უხეშად ერეოდნენ სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში. ჩვენ ამ გავლენებისგან ქვეყანა უნდა გაგვეთავისუფლებინა - ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურს, ბაბუცა პატარაიას და მსგავს მდიდარ „ენჯეოებს“ არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი ჩამოაყალიბონ შენს ქვეყანაში. ისინი არიან ინსტრუმენტები ამ გარე ძალების ხელში. ჩვენ არავის ვუკრძალავთ საქმიანობას, მაგრამ რა თქმა უნდა, პოლიტიკური საქმიანობა არ უნდა ყოფილიყო მათთვის შესაძლებელი, ან მინიმუმ გამჭვირვალე მაინც უნდა გამხდარიყო.

და მეორე იყო ანტილგბტ კანონი, რომელიც კრძალავს ლგბტ მიმართულების პროპაგანდირებას. ეს პროპაგანდა არ უნდა იყოს ქვეყანაში დაშვებული, მითუმეტეს ბაღებსა და სკოლებში მისი გავრცელება. ჩვენთან მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი, ყველა უმცირესობის უფლება არის დაცული, მათ შორის სექსუალური უმცირესობის. ჩვენი საქმე ნამდვილად არ არის, თავის სახლში ვინ რას აკეთებს, უბრალოდ ჩვენ არ გვსურს, რომ ეს იდეოლოგია გავრცელდეს და მითუმეტეს, გავრცელდეს ბავშვებში. ჩვენ ამაზე უარი განვაცხადეთ და ამის საპირწონედ შეგვიჩერეს ევროინტეგრაციის პროცესი“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა 2024 წლის 28 ნოემბერს გამართულ პრემიერის ბრიფინგზეც.

„პრემიერის ბრიფინგი ეძღვნებოდა შემდეგ თემას - მიუხედავად იმისა, რომ თავად ჰქონდათ შეჩერებული ინტეგრაციის პროცესი, ისინი წელიწადში ოთხჯერ მაინც შეიკრიბებოდნენ და შეჩერებულ პროცესს შანტაჟისთვის კიდევ გამოიყენებდნენ მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად, რომ მოლაპარაკებებს არ ხსნიდნენ საქართველოსთან. ეს მოხდებოდა წელიწადში ოთხჯერ და ჩვენ ეს შანტაჟის მექანიზმი გამოვაცალეთ, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი უკვე შეჩერებული იყო.

შემდეგ თავისივე შეჩერებულზე დაგვაბრალეს, რომ თურმე ჩვენ შეგვიჩერებია, რათა მოეხდინათ ჩვენი მოქალაქეების მღელვარება, აჟიტირება, ხალხი გამოეყვანათ ქუჩაში. ჩვენ ზუსტი ინფორმაცია გვქონდა, რომ ეს მზადდებოდა დეკემბრის შუა რიცხვებში, უნდა შეკრებილიყვნენ და ეს ყველაფერი გამოეცხადებინათ. მანამდე ამზადებდნენ რადიკალებს და მდიდარ „ენჯეოებს“ იმისთვის, რომ უფრო მწვავე ყოფილიყო აქციები. ამარაგებდნენ პიროტექნიკით, აალებადი ნივთიერებებით, „მოლოტოვის კოქტეილებით“. აბსოლუტური კოორდინაცია იყო და ეს ყველაზე მკაფიოდ დადასტურდა“, - განმარტა ლევან მაჭავარიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 188 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →პროცესი →

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი