მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი: გასაკვირია, როგორ ვერ ხვდება აგენტურული ოპოზიცია, რომ უილსონისთვის ფულის გადახდა არის ჰაერისთვის ფულის გატანება. ჩვენს მოქალაქეებს არ აინტერესებთ მათი შეკვეთილი რეზოლუციები არც ევროპარლამენტში, არც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე
ლევან მაჭავარიანი: გასაკვირია, როგორ ვერ ხვდება აგენტურული ოპოზიცია, რომ უილსონისთვის ფულის გადახდა არის ჰაერისთვის ფულის გატანება. ჩვენს მოქალაქეებს არ აინტერესებთ მათი შეკვეთილი რეზოლუციები არც ევროპარლამენტში, არც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე

ლევან მაჭავარიანი: გასაკვირია, როგორ ვერ ხვდება აგენტურული ოპოზიცია, რომ უილსონისთვის ფულის გადახდა არის ჰაერისთვის ფულის გატანება. ჩვენს მოქალაქეებს არ აინტერესებთ მათი შეკვეთილი რეზოლუციები არც ევროპარლამენტში, არც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე

იმედი|imedinews.ge

გასაკვირია, როგორ ვერ ხვდება აგენტურული ოპოზიცია, რომ უილსონისთვის ფულის გადახდა არის ჰაერისთვის ფულის გატანება. ჩვენს მოქალაქეებს არ აინტერესებთ მათი შეკვეთილი რეზოლუციები არც ევროპარლამენტში, არც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

იგი ასე გამოეხმაურა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას, რომელიც ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ არის ინიციირებული.

„აბსოლუტურად ყველა რეზოლუციაში ერთი და იგივე ტექსტია დაწერილი, რადიკალების მხრიდან მიწოდებული, მით უმეტეს, როდესაც ამას აინიცირებს ჯო უილსონი, რომელიც სამარცხვინო პიროვნებაა. ყველამ იცის, რომ რადიკალური ოპოზიციისგან ფულს იღებს, ინაუგურაციის დროს ბილეთებით ვაჭრობდა, დროშებით ვაჭრობს. ჩემთვის წარმოუდგენელია, ამ ადამიანში ფულს როგორ იხდიან“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და აყალბებს ფაქტებს, რითაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ფულის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 32 სტატია.

  • რუსეთში მოსახლეობას ბანკებიდან ფული მასობრივად გააქვთBM.GE
  • ლევან მაჭავარიანი გვარამიაზე: ამ უსამშობლო აგენტს 2024 წლის არჩევნებზე 230 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა - ოდნავადაც არ გრცხვენიათ? საუბრობდა, უკრაინას მსხვილ ტრანშებს ჩაურიცხავენ და ჩვენ ამ ფულის გარეშე დავრჩებით, მშვიდობაა საქართველოშიორუსთავი 2
  • უცხოური ფული კრემლის პარტიებში - „იაბლოკომ“ ექვსი პოლიტიკური ძალის დაფინანსებაში უცხოური კვალი აღმოაჩინატვ პირველი
  • კალაძე: სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფულიფორმულა
ფულის →

მსგავსი სტატიები

ნორვეგიაში ავიადისპეტჩერების გაფიცვის გამო 150-მდე რეისი გაუქმდა

ნორვეგიაში ავიადისპეტჩერების გაფიცვის გამო 150-მდე რეისი გაუქმდა

იმედი

ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

იმედი

დანია უკრაინელი დევნილების მიღების წესებს ამკაცრებს

დანია უკრაინელი დევნილების მიღების წესებს ამკაცრებს

იმედი

პოლონელმა და გერმანელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვართან ბეტონის დამცავი ბარიერები განათავსეს

პოლონელმა და გერმანელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვართან ბეტონის დამცავი ბარიერები განათავსეს

იმედი